მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში პირსინგის გამო ტურისტი სცემეს

მამაკაცის პირსინგი

ქუთაისში ბრიტანელი ტურისტი სცემეს. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

„რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, ერთ-ერთი კვების ობიექტში დაპირისპირება პირსინგის გამო დაიწყო.

მოგვიანებით უცნობი კაცი ტურისტს ქუჩაში დახვდა და ფიზიკურად დაუპირისპირდა.