მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაშა ნაკაიძე ბრალს არ აღიარებს, გაოგნებული და შოკირებულია - ადვოკატი

მთავარი არხის წამყვანი და ადვოკატი

„მთავარი არხის“ ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ნაკაიძის ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა მედიას განუცხადა. 

მისივე თქმით, ლაშა ნაკაიძე წაყენებული ბრალდების გამო გაოგნებულია.  

„ბრალდებულის პოზიციაა ის, რომ არ სურს ვინმესთან საერთოდ რაიმე განმარტება გავაკეთო, ეს ძალიან მთხოვა. ზოგადად ყველას შეუთვალა, რომ „მე არ ვარ მოძალადე“. რასაკვირველია, ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. ის გაოგნებულია. მითხრა, „სიზმარში ვარ, ვერ ვხვდები რა ხდება ჩემს თავს“. ნამდვილად შოკირებულია, ვერ ხვდება რა ხდება“, - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ ის აბსოლუტურად ფხიზელი იყო დაკავების პროცესში. 

„სახლში იყო, როცა დილით პოლიცია მოვიდა, შემოვიდნენ მშვიდად ჩხრეკა ჩაატარეს, დააკავეს და წამოიყვანეს. დილას, ჩვენ შორის საუბარი შედგაო, ღამე გავათენე, ძალიან დაღლილი ვიყავი, ჩამეძინაო და რომ გავიღვიძე, სახლში აღარ იყოო“, - აცხადებს ადვოკატი. 

საქართველოს პროკურატურამ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე ლაშა ნაკაიძეს ბრალდება წარუდგინა.

ამავე თემაზე: 

🔴 „მთავარი არხი“ ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

🔴  სექსუალური ძალადობის ფაქტზე „მთავარი არხის“ წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს

🔴 გაუპატიურება, ძალადობა, მუქარა - ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით აღიძრა

🔴 „მთავარი არხის“ წამყვანი დაზარალებულს შურისძიების ნიადაგზე დანით და ხმოვანი პისტოლეტით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე - პროკურატურა