მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება, როგორც ჩანს, ეს დიდი მიღწევაა - ესებუა გალდავას

ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი

„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება - დიდი მიღწევაა ეს, როგორც ჩანს“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ავთანდილ გალდავას ზუგდიდის რაიონული სასამართლოში გამართულ პროცესზე.

შეგახსენებთ, ავთანდილ გალდავა ის პირია, რომელმაც საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს მოთხოვნილი თანხა მიუტანა და მძევლად ჩაბარდა.

„პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება - დიდი მიღწევაა ეს, როგორც ჩანს. გამიხარდებოდა, რომ როგორც მე და ჩემ ოჯახს შეგვებრძოლეთ, ისე შეებრძოლოთ ჩვენ მტერს. როცა თქვენ ჩვენებას აძლევდით, რამდენჯერმე აგიჩუყდათ გული. მე მაინტერესებს, რატომ არ აგიჩუყდათ გული, როცა ჩემს ოჯახს სასტიკად გაუსწორდით, ჩემი უდანაშაულო ძმა ოთხი წლით გაუშვით ციხეში და იგივე ტრიუკი ჩაატარეთ ჩემ ნათესავებთანაც?"- მიმართა ესებუამ გალდავას.

ცნობისთვის, შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვს.

სამართალდამცველთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა.

ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა 8 თებერვალს გამთენიისას დააკავეს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

იხილეთ ასევე:

👉 დავით კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

👉 ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მიწისძვრების შედეგად მიყენებული ზარალი 104 მილიარდ დოლარს შეადგენს

👉 ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ მარიუპოლში მის სისუსტეს აჩვენებს - ირინა ვერეშჩუკი