მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგამოძიებო ორგანოებს არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაეწყოთ აქციის ორგანიზატორებზე - ნიკა სიმონიშვილი 5 ივლისის საქმეზე

საიას თავმჯდომარე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ბრიფინგზე გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, „არაფერი გაუკეთებიათ საგამოძიებო ორგანოებს იმისთვის, რომ აქციის ორგანიზატორებზე სამართლებრივი დევნა დაეწყოთ“. 

სიმონიშვილის თქმით, ზურა მახარაძე, ირაკლი მარტინენკო, შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილები საჯაროდ უწევდნენ ორგანიზებას ძალადობრივ ფაქტებს. 

„ჩვენ ვერ ვხედავთ შედეგებს ორგანიზატორებთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი მტკიცებულება ამ ქმედებების ორგანიზებისა, არსებობს მტკიცებულება, ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ არიან დასახელებული ის ადამიანები თუ ვინ უწევდა ამ ყველაფერს ორგანიზებას. 

ამის მიუხედავად საგამოძიებო ორგანოებს არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაეწყოთ ამ პირებზე: ზურა მახარაძე, ირაკლი მარტინენკო, შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილები, რომლებიც საჯაროდ აორგანიზებდნენ ამ ძალადობრივ ფაქტებს, მათთან მიმართებით დაიწყოს გამოძიება და ისინი მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, - აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა. 

შეგახსენებთ, 2021 წლის 5 ივლისს რადიკალურმა დაჯგუფებებმა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე იძალადეს. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს. 

5 ივლისს სექსუალური ორიენტაციით დისკრიმინაციის გამო ლგბტქ+ თემის წევრებს, „თბილისი პრაიდს” ძალადობრივმა ჯგუფებმა არ მისცეს საშუალება გაემართათ „ღირსების მარში“, მათ დაიკავეს რუსთაველის გამზირი, სადაც მარშს უნდა ჩაევლო.

ამავე თემაზე: 

✔️ 5 ივლისის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

✔️ ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისის საქმეზე - ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის განცხადებასა და მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?!