სამართალი

სარფის მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

არადეკლარირებული ოქრო
1669879970
დაკოპირებულია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეს საკვები პროდუქტების შეფუთვებში, მალულად ჰქონდა განთავსებული.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 164 744.7 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, არადეკლარირებული საქონლის გადაადგილების მონიტორინგი მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.