მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული „მთავარი არხის“ ყოფილი ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს. მოსამართლემ ბრალდებულ ნაკაიძის ინტერესების დამცველების პოზიცია არ გაიზიარა. 

შეგახსენებთ, ლაშა ნაკაიძე ბრალს არ აღიარებს. მორიგი სასამართლო სხდომა 10 ნოემბერს გაიმართება. 

ინფორმაციისთვის, 16 აგვისტოს  სექსუალური ძალადობის ფაქტზე „მთავარი არხის“ წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას დასახმარებლად დაზარალებულმა ქალმა თავად მიმართა.

მოგვიანებით საქართველოს პროკურატურამ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე ლაშა ნაკაიძეს ბრალდება წარუდგინა.

ამავე თემაზე: 

🔴 ლაშა ნაკაიძე ბრალს არ აღიარებს, გაოგნებული და შოკირებულია - ადვოკატი

🔴 „მთავარი არხი“ ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

🔴 გაუპატიურება, ძალადობა, მუქარა - ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით აღიძრა