მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სისტემური ძალადობის ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან - უჩა ნანუაშვილი 5 ივლისის საქმეზე

უჩა ნანუაშვილი

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ 5 ივლისს მომხდარი სისტემური ძალადობის ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან. 

„მთავარი, რაც გამოიკვეთა არის ის, რომ ამ ძალადობის ორგანიზატორები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 5 ივლისს, დღემდე არიან დაუსჯელები.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში საუბარია ამ დანაშაულის ორგანიზებულ ხასიათზე, დღემდე ორგანიზატორები არიან დაუსჯელნი. ამ ერთი წლის განმავლობაში ვიხილეთ მხოლოდ რამდენიმე პირის მიმართ დაწყებული სამართალწარმოება, მაშინ როდესაც ძალადობა იყო სისტემური, დაზარალდა 50-ზე მეტი ადამიანი“, - აცხადებს ყოფილი ომბუდსმენი. 

შეგახსენებთ, 2021 წლის 5 ივლისს რადიკალურმა დაჯგუფებებმა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე იძალადეს. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს. 

5 ივლისს სექსუალური ორიენტაციით დისკრიმინაციის გამო ლგბტქ+ თემის წევრებს, „თბილისი პრაიდს” ძალადობრივმა ჯგუფებმა არ მისცეს საშუალება გაემართათ „ღირსების მარში“, მათ დაიკავეს რუსთაველის გამზირი, სადაც მარშს უნდა ჩაევლო.

ამავე თემაზე: 

✔️  საგამოძიებო ორგანოებს არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაეწყოთ აქციის ორგანიზატორებზე - ნიკა სიმონიშვილი 5 ივლისის საქმეზე

✔️ 5 ივლისის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

✔️ ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისის საქმეზე - ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის განცხადებასა და მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?!