მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 70 წლამდე კაცი ემსხვერპლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, იყალთოს ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 70 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, კაცი უსინათლო იყო, ხანძრის დროს სახლში იმყოფებოდა და გარეთ გამოსვლა ვერ მოასწრო. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.