მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორიც მე ასტრონავტი“ - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც ბრალდებული სიტყვით გამოდის. 

იმ დროს, როცა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება დაიწყო, მოსამართლემ მას მიმართა და მისკენ შეტრიალება მოსთხოვა, რაზედაც ბრალდებულმა უპასუხა, რომ ის მხოლოდ ქართველ ხალხს მიმართავს, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში სასამართლოს პატივს არ სცემს. 

„ეს სხდომის დარბაზი, ჩემი აშენებულია, ეს დროშა, რომელიც თქვენ უკანაა, ჩემი გაკეთებულია, ეს სკამიც, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია, ეს აუდიტორიები ჩემი გაკეთებულია და ეს გალიაც, ჩემი აშენებულია. მე სად ვარ, ამის განმარტება თქვენგან არ მჭირდება. ყველაფერი რაც ამ ქვეყანაშია გაკეთებული და აქამდე არ გააფუჭეს, ჩემი გაკეთებულია“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

ადვოკატების განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს მოსამართლისთვის თვალებში ყურება კანონით არ ევალება. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, დადგინდება, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“ - ირაკლი კობახიძე

👉 „თუ დავინახეთ, რომ ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, პარლამენტში შევალთ“ - დეკანოიძე

👉 „სააკაშვილი ძალოვნების, პროკურორებისა და მოსამართლეებისა „შავი სიის“ შექმნას ითხოვს“ - რომან გოცირიძე

👉 „თავის ტკივილები აქვს, ძილის პრობლემა, ტრემორი, ხელ-ფეხის დაბუჟება, ოღონდ უფრო მძიმე ფორმით ვიდრე აქამდე იყო“ - გიული ალასანია