მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში შენობა ჩამოინგრა - დაშავებულია შშმ პირი

ზუგდიდში შენობა ჩამოინგრა

ზუგდიდის სოფელ შამგონაში პროფესიული სასწავლებლის ძველი შენობის ჭერი ჩამოინგრა და ერთი ადამიანი დაშავდა. აღნიშნული შენობა გალიდან დევნილი ოჯახის თავშესაფარი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში თაბაშირის ჭერი ჩამოინგრა და ოთახში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოხუცს თავში დაეცა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.