სამხედრო

1679408329

სავალდებულო სამსახური 6-იდან 11 თვემდე - პარლამენტმა „თავდაცვის კოდექს...

პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი პრინციპების დონეზე განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე განსახილველად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა, თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით შემუშავდა.მომხსენებელმა იმ ძირითად რეფორმებსა და სისტემის ახალ მიდგომებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი ახლებურად დაარეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს.როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კოდექსი ორიენტირებულია თავდაცვის მიზნებზე მორგებული სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესზე და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე.  მნიშვნელოვანია, რომ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება 6-იდან 11 თვემდე სხვადასხვა ქვედანაყოფებისთვის და უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის. გაწვევა სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით განხორციელდება.ცვლილებების პროექტი, რომელიც ფინური და ბალტიის ქვეყნების მოდელის საფუძველზე მომზადდა, სამხედრო სამსახურის გადავადების ერთჯერად შესაძლებლობას იძლევა და მასში ასევე მოცემულია ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის პირობებიც.სიახლეს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობა.„კოდექსი სრულიად ახლებურად და თავდაცვის მიზნებზე მორგებულს ხდის სამხედრო რეფორმას, ასევე, აწესებს სამხედროებისათვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს და ქმნის თავდაცვის ორგანიზების და ნატოსთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ.პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა წარადგინა ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი  - თავდაცვის კოდექსის პროექტი. მისი თქმით, თუ წარმოდგენილ პროექტს აიღებენ საფუძვლად, სისტემაში რეალურად მოხდება ცვლილებები.საბოლოოდ, პარლამენტის გადაწყვეტილებით,  კენჭისყრის შედეგად,  საკანონმდებლო პაკეტის განხილვას საფუძვლად დაედება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი პროექტი, რომელსაც 69 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
1679316476

სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის (PFP) ფარგლებში სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა. ნატოს წევრი და არაწევრი 6 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურე სამთო მომზადებას სამი კვირის განმავლობაში ბაკურიანში გადიოდა. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველმა ინსტრუქტორებმა ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები, თხილამურებით სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკური მეთოდები, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა, თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის მოწყობა შეასწავლეს. კურსის განმავლობაში სამხედროებმა ტაქტიკური მარშიც განახორციელეს.საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსის გამოშვების ცერემონიას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და სამთო მომზადების სკოლის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ივანე ცხადაძე დაესწრნენ. მალხაზ მერლანმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა, კარიერული წინსვლა უსურვა და ყურადღება მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.კურსდამთავრებულებს სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის დასრულების აღმნიშვნელი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.
1679215916

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეე...

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს. რეინჯერისა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებიდან შერჩეულ პირად შემადგენლობას რთული და მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან ინსტრუქტორებს კურსის უსაფრთხოდ და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირადი დაცვის ამოცანების სათანადოდ შესასრულებლად, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს. აღნიშნულ სწავლებაში გაძლიერებული იყო სამხედრო მხარდამჭერი ელემენტები, მათ შორის საჰაერო მხარდაჭერისა და ფეთქებადი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის (EOD) ჯგუფები. კულმინაციურ ფაზაში პირადი შემადგენლობის მიერ განხორციელებული საჩვენებელი სწავლება მიზნად ისახავდა მნიშვნელოვანი ობიექტის დაცვის უზრუნველყოფას. სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელ სწავლებაში შვეულმფრენები და ქართული წარმოების ჯავშანმანქანა „დიდგორი“ გამოიყენეს.ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები და სპეციალურად დამზადებული სამკერდე ნიშნები გადაეცათ. საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.პირად მცველთა მომზადების კურსი მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის ორგანიზებით მეოთხედ გაიმართა.
1678954601

სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეები თავდაცვის ახალ კოდექსს დადებითად...

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ თავდაცვის ახალ კოდექსს, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნისთვის თავდაცვის კოდექსის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ რეფორმები შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სავალდებულო სამსახურს და შემოაქვს სამხედროების სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიები. ახალი კოდექსით იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის.დიპლომატიური კორპუსის, ნატოს ძირითადი ჯგუფისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, თავდაცვის კოდექსის შემუშავება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის.თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის ბოლოს მოახდინა თავდაცვის კოდექსის პროექტის ინიცირება, რომლის განხილვა და მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.
1678891169

ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მ...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში  მონაწილეობა მიიღო.თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვირტუალურ ფორმატში შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინისა და აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსის, გენერალ მარკ მილის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის რიგით მე-10 შეხვედრაში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები და არსებული მდგომარეობა განიხილეს.  უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით ჩამოყალიბდა. ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრების მიზანი უკრაინისადმი მხარდაჭერის კოორდინაციის გაძლიერებაა.
1678558178

ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნ...

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებისთვის ახალ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის ტოტალური თავდაცვის პრინციპს ალტერნატივა არ აქვს. „ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი და მომზადებული რეზერვი. ამაზე ვთანხმდებით ყველა, ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამოცანას, რომელსაც კარგად მომზადებული რეზერვი ჰქვია, საქართველო აუცილებლად მიაღწევს.როგორც მინისტრმა განმარტა, სწორედ ეს, ასევე რეგულარული საკონტრაქტო ჯარი და სავალდებულო სამხედრო სამსახური შეტანილია თავდაცვის ძალების ათწლიანი განვითარების გეგმაში და ახალ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტში.„დოკუმენტები, სამართლებრივი აქტები არეგულირებს ჩვენს მოკლევადიან და გრძელვადიან განვითარებას. ყველა დოკუმენტი შემუშავდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ასევე კოდექსიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველა ეტაპზე გავიარეთ და იმ ვერსიაზე, რომ ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი, ამაზე ვთანხმდებით ყველა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
1678558094

ჯუანშერ ბურჭულაძე - სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მ...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში თავდაცვის კოდექსის მიზნებზე, ძირითად სიახლეებსა და სოციალური დაცვის კუთხით მის უპირატესობებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტი სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურის უფრო მოქნილ, გამარტივებულ პირობებში მოხდას ითვალისწინებს, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზნის, ქვეყანაში სათანადოდ მომზადებული რეზერვის შექმნის მიღწევაში დაგვეხმარება.ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ ნებაყოფლობით შეეხებათ: სტუდენტები ნებაყოფლობით აირჩევენ იმ პროგრამას, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, რაც ყოველწლიურად, ერთი თვის განმავლობაში სავალდებულო ჯარის გავლას გულისხმობს“თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახური ამჟამადაც მოქმედებს, აღნიშნული რეფორმა კი არა არსებით, რადიკალურ ცვლილებას, არამედ წვევამდელთა ეროვნული სამსახურის უფრო მოქნილ და მარტივ სისტემად გარდაქმნას შეუწყობს ხელს.
1678171227

დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო ტურნირიდან 23 მედლით დაბრ...

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ში გამართულ „საჰაერო ძალების თამაშებში“ წარმატებით იასპარეზეს. თავდაცვის სამინისტროს გუნდმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში 23 მედალი მოიპოვა, მათ შორის თერთმეტი ოქრო, რვა ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური დახვდნენ და წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს.ტურნირისთვის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა. საერთაშორისო ტურნირი აშშ-ში, ლას-ვეგასში მდებარე საჰაერო ბაზაზე ჩატარდა და თავდაცვის სამინისტროს გუნდმა სპორტის 6 სახეობაში - პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში მიიღო მონაწილეობა.აშშ-ში თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი-დაშავებული მოსამსახურეების კიდევ ერთი გუნდი იმყოფება, რომელიც სან-დიეგოში, საზღვაო ქვეითთა თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.
1678130276

თბილისში ბიზნესმენის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში, მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარედ ბიზნესცენტრ სოფმშენის ერთ-ერთი მეწილის, ალექსანდრე გამჯაშვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული გ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 მარტს, 1973 წელს დაბადებულ ა.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ბ., მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
1677861788

აპრილში გვექნება 5 დრონის ნიმუში, რომელიც საქართველოში იქნება წარმოებუ...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში დრონების წარმოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთობლივი საწარმო წარმატებული პროექტია და მიმდინარე წლის აპრილში სატესტოდ რამდენიმე დრონის საქართველოში წარმოება და გამოცდა იგეგმება.„ჩვენ სატესტო ფრენები უკვე ჩავატარეთ. აპრილში გვექნება 5 დრონის ნიმუში, რომელიც საქართველოში იქნება წარმოებული და მათ სატესტო ფრენებს ჩავატარებთ. ჩვენს ერთობლივ საწარმოს დავახვედრეთ ახალი აშენებული, გაწყობილი შენობა, სადაც დაიწყება დრონების წარმოება და ეს არის ძალიან წარმატებული პოლონური კომპანია, ვისთან ერთადაც „დელტამ“ ერთობლივი საწარმო დააფუძნა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული საწარმო თავდაცვის სამინისტროში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.