მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯუანშერ ბურჭულაძე ახალ წელს სამხედროებთან ერთად შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ახალ წელს სამხედროებთან ერთად შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ახალ წელს გორში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა.

თავდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და აღმოსავლეთის სარდალი.

თავდაცვის მინისტრმა პირველი ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას ახალი წელი მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის საშუალებით 2022 წლის დადგომა მიულოცა ეროვნული გვარდიის მე-8 ნაკრებ ოცეულს, რომელიც ევროკავშირის ეგიდით სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) მონაწილეობის მიზნით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფება, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების ქვედანაყოფების სამხედროებს.

საახალწლო ღონისძიება დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერების მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით დასრულდა.