მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის პანევროპული ქსელის EU-HYBNET პროექტის წევრი გახდა

კიბერუსაფრთხოების ბიურო

სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის პანევროპული ქსელის EU-HYBNET პროექტის წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ამავე ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ევროპული ქსელების გაძლიერებას და ამ კუთხით გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფას.

ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის პანევროპული ქსელი EU-HYBNET აერთიანებს სამთავრობო უწყებებს, პრაქტიკოსებს, აკადემიებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს როგორც ევროკავშირის, ასევე მისი პარტნიორების მასშტაბით.

პროექტში  მონაწილეობა ხელს უწყობს შესაძლებლობების ზრდას კვლევის, ინოვაციებისა და საკითხის ირგვლივ ცნობიერების პერმანენტული  გაზიარების გზით.

ჰიბრიდული საფრთხეების კონტექსტში საყურადღებოა კიბერუსაფრთხოების ელემენტის მნიშვნელობა, შესაბამისად პროექტის ოთხი ძირითადი თემატიკიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად წარმოდგენილია კიბერი და მომავლის ტექნოლოგიები.

სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარების გზით  ხელს შეუწყობენ კიბერელემენტის სათანადო ინტეგრირებას ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის საქმეში.