მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში ბიზნესმენის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

დაკავება

პოლიციამ თბილისში, მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარედ ბიზნესცენტრ სოფმშენის ერთ-ერთი მეწილის, ალექსანდრე გამჯაშვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული გ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 მარტს, 1973 წელს დაბადებულ ა.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ბ., მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.