საზოგადოება

1679518257

23 მარტს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

23 მარტს სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.ვაკის რაიონიქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, კეკელიძის, ნინო ჟვანიას, ოშკის, ქობულეთის, ბარნოვის, ქუთათელაძის,  შროშის, ჯანაშვილის, თაქთაქიშვილის, მცხეთის, ბესიკ ბურკიაშვილის, ფალიაშვილის, აბაშიძის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), კოსტავას, ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, ანჯაფარიძის, ლაპიაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ნინო  ჟვანიას,  შატბერაშვილის და კეკელიძის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონებიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და ჭანტურიას ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის, ვეკუას, ხიზანიშვილის (ნაწილობრივ) და  გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მოსახლეობას. სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის (ნაწილობრივ),  ვარკეთილი-2  I მიკრორაიონის, რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის, სამგორის დასახლიბის, ჩხენკელის, კოტეტიშვილის, ჯავახეთის (ნაწილობრივ), რწმენის, ოჯალეშის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ევდოშვილის, სოხუმის, ვახუშტი ბაგრატიონის და  ზუგდიდის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, ხუდადოვის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, ზახაროვის, არბოშიკის, იორის, 300 არაგველების, ბოდბის, შავსოფლის, დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის, უჯარმის, ეთერ კაკულიას, პატარძეულის, კაჭარავას, ჭრელაშვილის, ფორაქიშვილის და დესპინე გელოვანის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტალის, ლისი ტბის მიმდებარე ტეირიტორიის, დიდი დიღმის (ნაწილობრივ), კაპანელის, ინტენსიფიკაციის, ლევან ასათიანის, უჩა ჯაფარიძის, ჭილაძის, ვეფხისტყაოსნის, ავთანდილის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.  ჩუღურეთის რაიონიქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქურთების დასახლების, ხუდადოვის, სარკინეთის, აჭარის, აგარის, ზაზიაშვილის, აფხაზეთის, მარუაშვილის, მეუნარგიას, ზაქრაძის, ატოცის, ქველონის, ცაიშის, ნორიოს, აბაშის,  მნათობის, მამარდაშვილის, მიჩურინის, საქარის, თვალჭრელიძის და ჩეჩელაშვილის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1679516100

ჩვენმა კანონპროექტმა პირდაპირ კრაზანების ბუდე ჩამოშალა, არაერთმა კარგა...

„ჩვენმა კანონპროექტმა პირდაპირ კრაზანების ბუდე ჩამოშალა - არაერთმა კარგად შეფუთულმა, ნიღბით შემოსილმა პერსონამ თუ ორგანიზაციამ რეალური სახე გამოაჩინა. ვნახეთ, რა მასშტაბის აგონიასთან გვქონდა საქმე. ეს ადამიანები სხვადასხვა საზოგადოებრივი სიკეთის  კეთებაში მეტრები არიან და ამ დროს მათგან აბსურდული დამოკიდებულება გავიგეთ, რომ თურმე კანონპროექტის შინაარსში არავინ უნდა შესულიყვნენ,“ - ამის შესახებ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.მისი თქმით, რაც დრო გავა, უფრო მეტად გამოჩნდება თუ რა მოიტანა ამ კანონპროექტმა, მათ შორის, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თითქოსდა უწყინარი, სახელმწიფო საქმეების კეთების საფარქვეშ სხვა ზრახვებს ატარებენ.„შავით თეთრზე ვხედავთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა, როდესაც ჯერ კიდევ კანონპროექტის ინიცირებამდე პროცესის გაშავების მცდელობა დაიწყო. საბოლოოდ კი, ვნახეთ, კანონპროექტის წინააღმდეგ რა მასშტაბის წინააღმდეგობა წამოვიდა.არ უნდა დაგვავიწყდეს კანონპროექტის მიზანი რა იყო  - ის გარკვეული რისკები [დაეზღვია] და საზოგადოება უცხოეთიდან მომდინარე საშიშროებებისგან დაეცვა. ვნახეთ, რომ ამ კანონპროექტმა პირდაპირ კრაზანების ბუდე ჩამოშალა - არაერთმა კარგად შეფუთულმა, ნიღბით შემოსილმა პერსონამ თუ ორგანიზაციამ რეალური სახე გამოაჩინა. ვნახეთ, რა მასშტაბის აგონიასთან გვქონდა საქმე. ეს ადამიანები საუბრობენ ზოგადად კანონშემოქმედებაზე, იურისპრუდენციაზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი სიკეთის კეთებაში მეტრები არიან და ამ დროს მათგან აბსურდული დამოკიდებულება გავიგეთ, რომ თურმე კანონის  შინაარსში არ უნდა შესულიყვნენ. ამ ყველაფერმა კულმინაციას მას შემდეგ მიაღწია, როცა სესიაზე პირველი მოსმენით დამტკიცდა კანონპროექტი - ყველამ ერთ ხმაში ფეიკკამპანიის ჩატარება დაიწყო. ოპონენტების განცხადებები ყოველგვარ ლოგიკის ჩარჩოს სცდებოდა.რაც დრო გავა, უფრო მეტად დავინახავთ,  ამ კანონპროექტმა თუ რა მოიტანა. პირველ რიგში ის, რომ დავინახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების თითქოსდა უწყინარი, სახელმწიფო საქმეების კეთების საფარქვეშ, რეალური ზრახვები რა არის“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
1679515432

სამშობლოს მიწის გაყიდვა იქნება ის განაჩენი, რაც დაასრულებს „ნაცმოძრაობ...

„გამაოგნებელ ფაქტებს ჰყვება მამაო იმედის ეთერში გარეჯის საქმეზე,“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.ექსპერტის თქმით, სამშობლოს მიწის გაყიდვა იქნება ის განაჩენი, რაც დაასრულებს „ნაცმოძრაობას სამუდამოდ!„გამაოგნებელ ფაქტებს ჰყვება მამაო „იმედის“ ეთერში გარეჯის საქმეზე. უბრალოდ უნდა ნახოთ. სამშობლოს მიწის გაყიდვა იქნება ის განაჩენი, რაც დაასრულებს ნაცმოძრაობას სამუდამოდ! #გარეჯისაქართველოა,“ - წერს ნიკოლეიშვილი.ცნობისთვის, არქიმანდრიტმა კირიონემ აღნიშნა, რომ ივერი მელაშვილმა​ დიკლოსთან რუსეთს 42 კმ² ტერიტორია 1: 200 000-იანი რუკის მიხედვით გადასცა, რომელიც შემდეგ მან პროცესიდან, გარეჯთან მიმართებაში გასწია.„თუ დიკლოსთან ეს რუკა სწორი იყო ჩრდილოეთში და რუსეთს მისცა ამხელა ტერიტორია, რატომ იყო ეს რუკა არასწორი გარეჯთან მიმართებაში. რუკა, რომლითაც შენ ტერიტორია მიეცი რუსეთს, იგივე რუკა დაიწუნე გარეჯთან, რომელიც გეუბნება, რომ საზღვარი არის შენს სასიკეთოდ, ეს ხომ უკვე გაუგებარი ამბავია“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.შეგახსენებთ, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ქმედება ედებათ ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9-იდან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
1679510267

„მეტი ვიდრე, უბრალოდ წყალი“ - ბათუმში წყლის დღე აღნიშნეს

„მეტი ვიდრე, უბრალოდ წყალი“ - ამ სახელწოდებით ბათუმის ცენტრალურ პარკში სკოლის მოსწავლეების ჩართულობით ღონისძიება გაიმართა.ცენტრალურ პარკში „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიის წარმომადგენლებს ცდებისთვის სპეციალური კუთხე ჰქონდათ მოწყობილი და მოსწავლეები ადგილზე სხვადასხვა ნიმუშს იკვლევდნენ.მოსწავლეები მანამდე ბათუმის წყლის ლაბორატორიაში წყლის ლაბორატორიულ კვლევით მეთოდებს გაეცნენ.ბათუმის წყლის ინფორმაციით, წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტების პრეზენტაციები თემებზე: წყალი, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: წყლის რესურსების დაზოგვა და მოფრთხილება გაიმართა.როგორც შეხვედრაზე „ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, „ბათუმის წყალი“ ყოველწლიურად სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობით უერთდება წყლის საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანიც წყლის რესურსების გაფრთხილება, გარემოზე ზრუნვა და ამ მიმართულებით სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა.„მოხარული ვარ, რომ დღეს წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა ბევრი ახალგაზრდა, რითაც გაიზრდება მათი მსოფლმხედველობა წყლის, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის მიმართ“, - განაცხადა ალექსანდრე მჟავანაძემ.გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებასა და მის დაცვას. გარემოს ეროვნული სააგენტო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ბოლო პერიოდში, მონიტორინგის ქსელი სულ უფრო მეტად ფართოვდება.
1679503636

ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგოთ, რომ გარდაიცვალა - ხაჭაპურიძე სააკაშვი...

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა „ვივამედის“ განცხადებას გამოეხმაურა და მას გაუგებარი უწოდა. ადვოკატის თქმით, საპატიმროში სააკაშვილის გადაყვანა სასიკვდილო განაჩენი იქნება. „ცოტა გაუგებარი განცხადება იყო. „გადაიყვანეთ სხვა დაწესებულებაში, მივმართავთ პენიტენციურს“ - რა იგულისხმებოდა ამაში? ციხეში დაბრუნება? წარმოუდგენელია ამ ადამიანის ციხეში დაბრუნება. ჩათვალეთ ეს არის მისთვის, სასიკვდილო განაჩენი.ნებისმიერ დროს შეიძლება ჩვენ გავიგოთ, რომ ის გარდაიცვალა. ადამიანს, რომელსაც აქვს კახექსია, დემენცია, 47 დაავადება და ეს ყველაფერი განუვითარდა „ვივამედში“, რას ნიშნავს ახლა ეს განცხადება გაუგებარია და მიუღებელი“, - აცხადებს ხაჭაპურიძე ტვ „პირველთან“ საუბარში.  ცნობისთვის, „ვივამედის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კლინიკა  იძულებული ხდება პენიტენციურ სამსახურს მიმართოს და შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა. ამავე თემაზე: 👉 როგორც ჩანს, ციხეში დაბრუნებას უპირებენ - გიული ალასანია სააკაშვილთან დაკავშირებით „ვივამედის“ განცხადებაზე👉 ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, შესაძლოა, უკეთესი ვარიანტი იყოს👉 იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა - „ვივამედი“
1679503120

როგორც ჩანს, ციხეში დაბრუნებას უპირებენ - გიული ალასანია სააკაშვილთან...

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კლინიკა „ვივამედის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კლინიკა იძულებული ხდება პენიტენციურ სამსახურს მიმართოს და შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა. „როგორც ჩანს ციხეში დაბრუნებას უპირებენ. პოლონელი ექიმები არ ჩამოჰყავთ, იმიტომ რომ აქ რაღაცები აქვთ დასამალი. როგორც კი ჩამოვლენ, ყველასთვის ყველაფერი გახდება ნათელი და ეს არ უნდათ. აი ეს არის. გარდა ამისა, მობეზრდათ უკვე, საავადმყოფოში ვერაფერს ვერ უკეთებენ, იქ მხოლოდ უარესობისკენ მიდის“, - აცხადებს გიული ალასანია ტვ „პირველთან“ საუბარში. ამავე თემაზე: 👉 ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, შესაძლოა, უკეთესი ვარიანტი იყოს👉 იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა - „ვივამედი“
1679502113

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვ...

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ტვ „პირველთან“ საუბარში ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უგულებელყოფს ნებისმიერ დანიშნულებას.  „პაციენტი აბსოლუტურად უგულებელყოფს ჩვენს ნებისმიერ დანიშნულებას. ციხეზე გადაიყვანენ თუ სად, ამას ჩვენ არ ვწყვეტთ. ჩვენ ვახდენთ ფაქტის კონსტატაციას, მოცემულობა ეს არის“, - აცხადებს ჩხაიძე.  ჟურნალისტის კითხვაზე ირიბად ხომ არ მიანიშნებს სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვებაზე?  ამის საპასუხოდ ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ ეს შეიძლება უკეთესი ვარიანტი იყოს.  „ეს შეიძლება უკეთესი ვარიანტი იყოს. არ ვიცი, ვერ გეტყვით. განცხადება ემსახურება იმას, კლინიკა „ვივამედი“ ყველაფერს აკეთებს, რაც მას შეუძლია და რა რესურსიც მას გააჩნია, მაგრამ ამ რესურსის რეალიზება არ ხდება პაციენტიდან გამომდინარე. სად გადაიყვანენ, როგორ გადაიყვანენ ეს კლინიკის კომპეტენცია არ არის. პაციენტი ყველაფერზე უარს აცხადებს“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.  ამავე თემაზე: 👉 იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა - „ვივამედი“
1679500021

რუსთავის პროკურატურის წარმომადგენელმა, კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგ...

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, რუსთავის  პროკურატურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორმა შეხვედრის მონაწილეებთან ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის და ფემიციდის საკითხებზე ისაუბრა.განხილულ იქნა დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, ასევე არსებული გამოწვევები. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს  და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით  მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.
1679499557

იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკ...

კლინიკა „ვივამედი“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კლინიკის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო თვის განმავლობაში, პაციენტი სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, რადგან ის უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებული მკურნალობის სქემაზე.„მოგახსენებთ, რომ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე. პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად, მკურნალობის სქემა.მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად ჩვენს მიმართ არნახული ზეწოლისა, ვცდილობდით დაგვერწმუნებინა პაციენტი, რომ ჩაეტარებინა მკურნალობის კურსი, რაც ოქტომბრის თვემდე მეტ-ნაკლებად გამოგვდიოდა და სახეზე იყო შესამჩნევი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ხოლო ოქტომბრის შემდეგ, პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ, ესა თუ ის პრეპარატი ან პროცედურა დადებითად აისახება, მის სუბიექტურ ან ობიექტურ მონაცემებზე.შესაბამისად ბოლო თვის მანძილზე, პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებული მკურნალობის სქემაზე.შედეგად სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას (მაგალითად: არ ვმკურნალობთ, ვერ ვმკურნალობთ და ა.შ.), რაც კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია. სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე, მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზედაც თანხმობას აცხადებს, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში“, - აღნიშნულია კლინიკის განცხადებაში. 
1679496887

პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის საქ...

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც კანონმდებლებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  თავმჯდომარე კახი ბექაურმა წარუდგინა. მომხსენებელმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მედიამონიტორინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედია არის პლურალისტური და მრავალფეროვანი, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული და პოლიტიკურად მიკერძოებული.„წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მთავარ გამოწვევად სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და პოლიტიკური მიკერძოება  დასახელდა, რაზეც ასევე მიუთითებდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ  გამოქვეყნებული ანგარიშებიც. გამოკვეთილი პრობლემების ნაწილის მოგვარება 2022 წელს მაუწყებლობის კანონში ევროდირექტივების მოთხოვნის შესაბამისად შესული ცვლილებებით დაიწყო, რომლის თანახმად მოხდა სიძულვილის ენის და ტერორიზმისმისკენ მოწოდების შემცველი გადაცემების და რეკლამების რეგულირება“, - განაცხადა კახი ბექაურმა.როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ამ გამოწვევის აღმოფხვრის მიზნით საჭიროა ფართო დისკუსიის გამართვა.მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში მედიაში მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემებისა და გამონათქვამების ტირაჟირებაა, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მაუწყებლებში დაფიქსირებულ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი გადაცემებისა და ვიდეოკადრების გავრცელებას ეხება.ანგარიშის წარდგენისას მომხსენებელმა მაუწყებლობის განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა. კახი ბექაურმა კომუნიკაციების კომისიის მიერ მობილური ოპერატორების სატარიფო მოქნილობის  დაბრუნება და საცალო მომსახურების სეგმენტზე სატარიფო რეგულაციის გაუქმებას გაუსვა ხაზი. ასევე, ისაუბრა მობილური მომსახურებების ბაზრის გახსნაზე, ელექტრონული კომუნიკაციების დარგის განვითარების ტენდენციებზე.სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანებზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2021 წელს სატელეკომუნიკაციო  დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სულ შევიდა 367,373,890 ლარი. ხოლო, მაუწყებლების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ კი 33,943,382 ლარი შეადგინა. ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებული პირების მიერ შეტანილმა თანხამ - 333,344,375 ლარი. ლიცენზირებიდან მიღებულმა შემოსავალმა 18,954 ლარი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმის სახით ბიუჯეტში 67,179 ლარი ჩაირიცხა.