მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

7 ივლისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ნათურა

სხვადასხვა სამუშაოების გამო, 7 ივლისს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ტაბიძის, კაპანელის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, ამაშუკელის, დათუაშვილის, ჟღენტის და გურიელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ასმათის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ავთანდილის და ფარნავაზ მეფის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაშკენტის, კუტუზოვის, გამრეკელის, ცინცაძის და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონის, სოფელი ლისის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ქუთათელაძის, კარტოზიას, ფერმწერთა, ავთო ვარაზის და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ფოსტის, წურწუმიას, ქურხულის, სართიჭალის, ხერხეულიძის, იზაშვილის, ბადიაურის, დედოფლისწყაროს, ბეთანიის, ბზიფის, მარტყოფის, საინგილოს, თეძამის და გალავნის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ხაბეიშვილის, კავსაძის, მოსაშვილის, კოსტავას, ვაშლოვანის, ახვლედიანის, ეკალაძის, კობახიძის და კეკელიძის ქუჩების  მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ტრანსპორტის, კარალეთის, ჭიაურელის, ჩაჩავას, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, ფიროსმანის, პეტრიწის და სააკაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, ლეონიძის, გალაკტიონ ტაბიძის, მესხიას, ლაღიძის, თაბუკაშვილის და კვალის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სადგურის და მარნეულის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის და წყაროთუბნის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.