მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა“ - მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მ

„არ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა“, - ამის შესახებ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა „მთავარი“  არხის ეთერში განაცხადა.

ჯიშკარიანი პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილს მისცენ უფლება, მოიწვიოს თავისი მკურნალი ექიმები.

„რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, არ მიმდინარეობს ადეკვატური მკურნალობა. ის არ იღებს იმ სათანადო მკურნალობას, რაც  მისთვის არის აუცილებელი და შესაბამისად კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პენიტენციურ სამსახურს, რომ შეწყვიტოს ეს ვანდალიზმი და მისცეს ადამიანს უფლება, მოიწვიოს თავისი მკურნალი ექიმები და მიიღოს ადეკვატური მკურნალობა. ​იძულებულს ხდიან პაციენტს, თვითონ მოიძიოს გარკვეული სამკურნალო მედიკამენტები, რაც მისთვის რეკომენდებული არ არის“, - აცხადებს  მარიამ ჯიშკარიანი.

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉  „თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

👉  „დავტოვე პენსია - 90 დოლარი, 10 წლის თავზე პენსია არის 77 დოლარი“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ, რა, უკვე ვეღარ ასამართლებთ?“ - მიხეილ სააკაშვილი