რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკებში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
საინფორმაციო სააგენტო Pia.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებით დეტალებს არკვევს.