მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჭკუას ისწავლება ის ხალხი, ვინც 2008 წელს ზოგი აეროპორტიდან გარბოდა ქვეყნიდან, ზოგს კი ნაძარცვით დატვირთული ჯიპების გრძელი რიგი ჰქონდა გაჭიმული წითელ ხიდთან ქვეყნიდან გასაქცევად - ზაალ ანჯაფარიძე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე Pia.ge

„მხარდაჭერა აუცილებლად არ ნიშნავს საჯაროდ წამდაუწუმ მჭახე განცხადებების კეთებას და მკვეთრ მოძრაობებს. ამის უფლება თავს შეიძლება მისცენ მხოლოდ ძლიერთ ამა ქვეყნისა. უკრაინისთვის საჯარო მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდება მაშინ, როდესაც ამის ყველაზე შესაფერისი დრო იქნება“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის აქტიურ მოწოდებებს, რომ ხელისუფლებამ მხარდამჭერი რეზოლუცია გაუგზავნოს უკრაინას. 

„დღეს ვნახე „ნაცმოძრაობის“ ამჟამინდელი თუ ყოფილი წევრების და მათთან მიტმასნილი ვითომ „პროდასავლური“ ოპოზიციის ესკაპადები უკრაინის საკითხზე. მყისვე გაჩნდა დეჟავიუ ნაცების მმართველობის იმ პერიოდის, ყველანაირად და ყველა დონეზე რომ ცდილობდნენ რუსეთის გაღიზიანებას და მათგან აგრესიის გამოწვევას. ასე მიგვიყვანეს 2008 წლის აგვისტომდე. დღესაც უნდათ იმავე რელსებზე დააბრუნონ ქვეყანა, შედეგი, რა თქმა უნდა, არ ანაღვლებთ, და მათი არგუმენტი იგივე იქნება „რუსეთს ნიღაბი ხომ ჩამოვხსენითო“.

ჭკუას ისწავლება ის ხალხი, ვინც 2008 წელს ზოგი აეროპორტიდან გარბოდა ქვეყნიდან, ზოგს კი ნაძარცვით დატვირთული ჯიპების გრძელი რიგი ჰქონდა გაჭიმული წითელ ხიდთან ქვეყნიდან გასაქცევად. მხარდაჭერა აუცილებლად არ ნიშნავს საჯაროდ წამდაუწუმ მჭახე განცხადებების კეთებას და მკვეთრ მოძრაობებს. ამის უფლება თავს შეიძლება მისცენ მხოლოდ ძლიერთ ამა ქვეყნისა. უკრაინისთვის საჯარო მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდება მაშინ, როდესაც ამის ყველაზე შესაფერისი დრო იქნება. ისე, როგორც თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, „მათ ომი გამოგვიცხადეს არა ჩვენ, არამედ ჩვენს ნერვებსო“. ასე რომ დაიმშვიდეთ ნერვები ბატონებო და ქალბატონებო!“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ამავე თემაზე:

👉 „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც რუსეთის აგრესიისგან ვერ დაიცვა საქართველოს ტერიტორია, ვერ უზრუნველყო მშვიდობა და უსაფრთხოება, ახლა თურმე უკრაინას დაიცავს რუსეთის აგრესიისგან - ვლადიმერ ბოჟაძე

👉 ეს ტოტალიტარული სექტა უშედეგოდ ცდილობს პოლიტიკური ქულების ჩაწერას და რაც მთავარია, საქართველოსა და რუსეთს შორის მორიგი ესკალაციის აგორებას - გია აბაშიძე

👉 საშინაო პოლიტიკაში ხომ არის მარჯვე ოპოზიცია და ახლა საგარეო პოლიტიკას მიადგნენ, თან თუ გავითვალისწინებთ, თავის დროზე რა „წარმატებით“ იბრძოლეს ჯერ დიპლომატიურ ფრონტზე და მერე საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის წინააღმდეგ - ლევან ნიკოლეიშვილი

👉 ხმა არ აქვს ამოსაღები იმ რეჟიმის წარმომადგენლებს და არც რჩევები მიიღება ქვეყნის 20% ოკუპაციაში თანამონაწილე ძალებისაგან, თუ რა ფორმით გამოუცხადებს საქართველო უკრაინელ ხალხს პოლიტიკურ მხარდაჭერას - დავით ქართველიშვილი