მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ომს გოგაშვილების ოჯახი მოიგებს“ - ნინი გოგაშვილი

ნინი გოგაშვილი, სოსო გოგაშვილის შვილი

სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილი ნინი გოგაშვილი აცხადებს, რომ მამამისის საქმეზე ოჯახს სამართლიანი განაჩენის მოლოდინი არ აქვს.  

მისივე თქმით, არადამაკმაყოფილებელი განაჩენის შემთხვევაში, ისინი ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებენ. 

„ციხეში პატიმარს ურეკავს შინაგან საქმეთა მინისტრი და ემუქრება, რომ გაჩუმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაუმატებენ პრობლემებს, ანუ ბუნებრივია, არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ განაჩენი იქნება სამართლიანი, მაგრამ ჩვენ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ ამ ქვეყანაში, ყველა გზას მივმართავთ, რომ ჩვენი რესურსით ამოვწუროთ ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე სტრასბურგში გავაგრძელოთ ბრძოლა ამ დიდი კლანის წინააღმდეგ. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ომს გოგაშვილების ოჯახი მოიგებს. ამ ქვეყანაში არა, მაგრამ საბოლოო ეტაპი ეს იქნება“, - აცხადებს ნინი გოგაშვილი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ როგორია სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ცნობილი ნოველისტის აგენტის განმარტება

✔️ „ვინც ვმოგზაურობთ, უნდა გვჯეროდეს, რომ ხიდები უსაფრთხოა“ - ნორვეგიაში ხიდი ჩაინგრა

✔️ ახალი ზელანდია ბრიტანეთში უკრაინელების მოსამზადებლად 120 სამხედროს გზავნის

✔️ სროლის და შემდგომი აფეთქების შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა - შემთხვევა ეკვადორში