მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ესებუაზე არაფერი ვიცით, იმ სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობს და ერთი ბიჭი“ - სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრი

ჯიხაშკარის მკვიდრი

„საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავების შემდეგ სოფელ ჯიხაშკარში, ჯიქიების საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში ორი მოხუცი და ერთი ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომლებიც იმ სახლში ცხოვრობდნენ, სადაც ესებუა დააკავეს. 

სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, თუ რა კავშირი ჰქონდა ესებუას ჯიქიების ოჯახთან. 

„ჩვენ არაფერი ვიცით. იმ სახლში ორჯერ ვარ ნამყოფი, იქ იყო თუ არ იყო [ბადრი ესებუა], არაფერი ვიცი. ცოლ-ქმარი არიან, მოხუცები და ერთი ბიჭი, რომელიც ავადმყოფია. გადაყვანილი არიან სამივე ზუგდიდში“, - განაცხადა სოფელ ჯიხაშკარის ერთ-ერთმა მკვიდრმა „ტვ პირველთან“ საუბრისას. 

ცნობისთვის, ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა გამთენიისას დააკავეს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ამავე თემაზე: 

🔴 შსს ბადრი ესებუას დაკავების კადრებს ავრცელებს

🔴 „დააკავეს სოფელ ჯიხაშკარში, ამჟამად ის გადაჰყავთ ქუთაისის მეორე დაწესებულებაში“ - ესებუას ადვოკატი