მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისნის რაიონში რამდენიმე მისამართზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ისნის რაიონში რამდენიმე მისამართზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ისნის რაიონის გამგეობამ ნოემბერში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 14 მისამართზე განახორციელა. რაიონში სხვადასხვა მისამართებზე მოეწყო სკვერები, სპორტული მოედნები, რკინა-ბეტონის კიბეეები და მოწესრიგდა გზები.

ვაზის ქუჩაზე, მრევლიშვილის მე-2 და მე-3 და მამუკას შესახვევში, ასევე, ვაზისუბნის მე-3 მ/რ; მე-2 კვარტალის მიმდებარედ გზის ახალი საფარი დაიგო. რამდენიმე ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე საერთოდ არ არსებობდა და ახლა უკვე გრუნტიანი გზის ნაცვლად მოსახლეობას ახალი გზით სარგებლობა და დისკომფორტის გარეშე გადაადგილება შეუძლია.

პროექტის ფარგლებში, გზის ორივე მხარეს მოეწყო შშმ პირებისათვის ადაპტირებული ტროტუარები, საფეხმავლო ბილიკები და მოეწყო დეკორატიული LED განათება.

ასფალტის ახალი საფარი, ჯამში, 12 000 კვ.მ-ზე მოწესრიგდა და ამისათვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 010 286 ლარი გამოიყო.

ისნის რაიონის გამგეობა აგრძელებს გზების რეაბილიტაციას. მიმდინარე წელს რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 68 000 კვ.მ-ზე მოწესრიგდა და ასფალტის ძველი საფარი ახლით 78 მისამართზე შეიცვალა.