მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1-ელ დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N182-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 1-ელ დეკემბერს, ღამის 00:30 საათიდან 1 დეკემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გლდანის რაიონში: გლდანის VII და VIII მიკრორაიონებს; სოფელ გიორგიწმინდას და ბერთუბანს; გლდანის ტბის, თეთრი ტბის და ხოჭის ტბის დასახლებებს; კობერიძის,  ბორჩალოელის, ბატონიშვილის და ნასერალის ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუკისა“ და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge