მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლადო სადღობელაშვილი: ხაზარაძე თავს „პროდასავლურ ლიდერს“ უწოდებს მაშინ, როცა „ბორჯომი“ რუსებს ჩააბარა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პრიორიტეტული მიმართულების განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი, ლადო სადღობელაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „პრიორიტეტული მიმართულების განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი, ლადო სადღობელაშვილი „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის რუსულ კავშირებზე საუბრობს.

სადღობელაშვილის თქმით, ხაზარაძემ კომპანია „ბორჯომი“ რუსებს ჩააბარა.

„მოგეხსენებათ, კომპანია „ბორჯომი“ მამუკა ხაზარაძის ხელში 1995 წლიდან არსებობს. დღეს კომპანია „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი, ანუ 55 % რუსეთის კომპანიის ხელშია. „ალფა ჯგუფია“ კომპანია, რომლის აქტივშიც ირიცხება „ბორჯომის“ 55%.

2017 წელს მამუკა ხაზარაძე „ფორბსის“ გამოცემაში მოხსენიებული იყო, როგორც „ბორჯომის“ დამფუძნებელი, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი. დღეს პუტინთან უშუალოდ დაახლოებული ადამიანების ხელშია „ალფა ჯგუფი“ . მაგალითად, ბიზნესმენი ფრიდმანი დაახლოებულია პუტინსა და მედვედევთან. ეს ადამიანი არის „ბორჯომის“ 55%-ის მფლობელი და მისი პარტნიორია მამუკა ხაზარაძე. მედვედევსა და პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენები დღეს მამუკა ხაზარაძის მსხვილი პარტნიორები არიან, ერთი საერთო საქმე აქვთ.

რა ნამუსით ამბობს ბატონი ხაზარაძე, რომ თურმე, სხვა არის პრორუსი, როცა თავად გაასხვისა „ბორჯომი“ და ჩააბარა რუსებს. ამ დროს ხაზარაძე თავს უწოდებს „პროდასავლურ ლიდერს“. ეს არის დაცინვა. ისეთ მოღალატეებს, როგორიც ხაზარაძეა, არ აქვთ იმის მორალური უფლება, კენჭი იყარონ“, – აღნიშნა სადღობელაშვილმა.