საზოგადოება

„მაიმუნის ვირუსი“ კოვიდ 19-ისგან განსხვავებულია - ჯანდაცვის ექსპერტები

მაიმუნის ვირუსი - კვლევა ლაბორატორიაში
1653029416
დაკოპირებულია

ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები იშვიათი ინფექციის „მაიმუნის ვირუსის“ შესახებ კვლევებს აგრძელებენ და ამბობენ, რომ ინფექცია საზოგადოებისთვის ჯერჯერობით სერიოზულ რისკს არ წარმოადგენს. ამის შესახებ abcnews წერს. 

ამერიკული მედიასაშუალება იტყობინება, რომ იშვიათი დაავადების სულ მცირე 17 შემთხვევაა დადასტურებული ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, შვედეთი და იტალია. 

რა ინფექციაა „მაიმუნის ვირუსი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

ამავე ინფორმაციით, მაიმუნის ვირუსის შესაძლო შემთხვევების თაობაზე კვლევა მიმდინარეობს კანადასა და ესპანეთში. 

ჯანდაცვის ექსპერტები ხაზგასმით ამბობენ, რომ მაიმუნის ვირუსი აბსოლუტურად განსხვავებულია კოვიდ 19-ისგან და საზოგადოებისთვის რისკი დაბალია. 

„მაიმუნის ყვავილს“ დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

მათივე თქმით, ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს. 

მაიმუნის ვირუსი სრულიად განსხვავებულია COVID-19-ისგან,” - განუცხადა ABC News-ს ექიმმა, ინფექციონისტმა შირა დორონმა.

🔴 „მაიმუნის ჩუტყვავილა ჩვეულებრივ იწვევს ცხელებას, გამონაყარს და დაზიანებებს სახეზე ან სასქესო ორგანოებზე“ - ზაზა წერეთელი „მაიმუნის ვირუსზე“ საუბრობს

🔴 რა ინფექციაა „მაიმუნის ვირუსი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

🔴 როგორ შეიძლება „მაიმუნის ვირუსით“ დაინფიცირება და არის თუ არა იგი განკურნებადი?

🔴 როგორ ავიცილოთ თავიდან „მაიმუნის ვირუსი“ - სპეციალისტების რჩევები

🔴 „მაიმუნის ვირუსის“ ეპიდემია ნაკლებად სავარაუდოა, რომ პანდემიაში გადაიზარდოს - ჯანმო

🔴 რა უნდა ვიცოდეთ „მაიმუნის ვირუსის“ შესახებ? - NCDC განმარტებას აკეთებს