მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მაიმუნის ვირუსის“ ეპიდემია ნაკლებად სავარაუდოა, რომ პანდემიაში გადაიზარდოს - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისი

„მაიმუნის ვირუსი“, რომლის გავრცელებაც ევროპულ ქვეყნებში დაფიქსირდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პანდემიაში გადაიზარდოს - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი დახმარების პროგრამის ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა როზამუნდ ლუისმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმო ახლა შესაძლო კიდევ ერთი გლობალური პანდემიის გავრცელებას არ პროგნოზირებს. 

„ჯანმო ამჟამად ახდენს მაიმუნის ყვავილის ამჟამინდელი აფეთქების კლასიფიკაციას. მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის სტატუსის მინიჭება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგულაციების შესაბამისად აჩქარებს დაავადების შესწავლას, როგორც ეს ადრე ებოლასა და კოვიდ-19-ის ვირუსების შემთხვევაში მოხდა.

ამავდროულად, ჯანმო არ არის დარწმუნებული, რომ მაიმუნის ვირუსის გავრცელება შესაძლოა, პანდემიად გადაიქცეს“, - განაცხადა ლუისმა. 

შეგახსენებთ, მაიმუნების ყვავილი, რომელიც ჩვეულებრივ მხოლოდ აფრიკაშია გავრცელებული, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დაფიქსირდა. მაისში ამ დაავადების 300-მდე შემთხვევა გამოვლინდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

❗ „მაიმუნის ვირუსი“ საქართველოსათვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, სიგარეტის მოწევა უფრო საშიშია - გიორგი ფხაკაძე

❗ როგორ ავიცილოთ თავიდან „მაიმუნის ვირუსი“ - სპეციალისტების რჩევები

❗ გამონაყარი იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე - მაია ბუწაშვილი „მაიმუნის ყვავილზე“

❗ რა ინფექციაა „მაიმუნის ვირუსი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

❗ მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტისთვის ბრიტანეთი 21-დღიანი კარანტინის რეკომენდაციას გასცემს