მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მთავარი არხი“ ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე

„მთავარი არხი“ ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძის სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. 

„მთავარი არხი“ გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, „მთავარი არხი“ ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ლაშა ნაკაიძის მიერ ჩადენილი დანაშაულების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა), 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მუქარა) მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

📌 გაუპატიურება, ძალადობა, მუქარა - ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით აღიძრა

📌 სექსუალური ძალადობის ფაქტზე „მთავარი არხის“ წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს