მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგოთ, რომ გარდაიცვალა - ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

ადვოკატი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა „ვივამედის“ განცხადებას გამოეხმაურა და მას გაუგებარი უწოდა. 

ადვოკატის თქმით, საპატიმროში სააკაშვილის გადაყვანა სასიკვდილო განაჩენი იქნება. 

„ცოტა გაუგებარი განცხადება იყო. „გადაიყვანეთ სხვა დაწესებულებაში, მივმართავთ პენიტენციურს“ - რა იგულისხმებოდა ამაში? ციხეში დაბრუნება? წარმოუდგენელია ამ ადამიანის ციხეში დაბრუნება. ჩათვალეთ ეს არის მისთვის, სასიკვდილო განაჩენი.

ნებისმიერ დროს შეიძლება ჩვენ გავიგოთ, რომ ის გარდაიცვალა. ადამიანს, რომელსაც აქვს კახექსია, დემენცია, 47 დაავადება და ეს ყველაფერი განუვითარდა „ვივამედში“, რას ნიშნავს ახლა ეს განცხადება გაუგებარია და მიუღებელი“, - აცხადებს ხაჭაპურიძე ტვ „პირველთან“ საუბარში.  

ცნობისთვის, „ვივამედის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კლინიკა  იძულებული ხდება პენიტენციურ სამსახურს მიმართოს და შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა. 

ამავე თემაზე: 

👉 როგორც ჩანს, ციხეში დაბრუნებას უპირებენ - გიული ალასანია სააკაშვილთან დაკავშირებით „ვივამედის“ განცხადებაზე

👉 ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, შესაძლოა, უკეთესი ვარიანტი იყოს

👉 იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა - „ვივამედი“