მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი - ირაკლი ღარიბაშვილი  

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

„1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რას ნიშნავს „მწვანე პასპორტი?“

პრემიერის განმარტება:

„პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება, ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

 რა შემთხვევაში გაქვთ მწვანე სტატუსი, რომელ ობიექტებზე ამოქმედდება „მწვანე პასპორტი“, სად შეიძლება მწვანე სტატუსის შემოწმება და სხვა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

სასურსათო მაღაზიებში მწვანე პასპორტები არ იმოქმედებს

იქნება თუ არა საჭირო მწვანე პასპორტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში? - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

მწვანე პასპორტები საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება