მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოროშენკო წარდგა სასამართლოზე, მზად არის მიიღოს ნებისმიერი ვერდიქტი, სააკაშვილი არ აღიარებს სასამართლოს და ალბათ მალე ლტოლვილობასაც მოითხოვს - ზურაბ ქადაგიძე

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე Pia.ge

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პოროშენკოს სამშობლოში დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანალიტიკოსი შედარებას აკეთებს პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის და აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა პოროშენკო ღირსეულად წარდგა მართლმსაჯულების წინაშე, ელოდება ვერდიქტს, სააკაშვილი არ აღიარებს ქართულ სასამართლოს და შეურაცხყოფას აყენებს კონსტიტუციას.

„სააკაშვილი vs პოროშენკო...

პოროშენკო:

• თვითმფრინავით დაბრუნდა...

• წარდგა სასამართლოზე...

• პატივს სცემს კონსტიტუციას...

• მზად არის მიიღოს ნებისმიერი ვერდიქტი...

სააკაშვილი:

• მაწვნის ტრაილერით შემოიპარა...

• დაარღვია კანონი და შეურაცხყოფს კონსტიტუციას...

• არ აღიარებს სასამართლოს...

• იქცა მათხოვრად მოშიმშილის, წამებულის, დევნილის, უპოვარის სტატუსის ძიებაში და ალბათ მალე ლტოლვილობასაც მოითხოვს...

P.S. ყველამ ყველაფერში,როგორ უნდა გაჯობოს შე საწყალო?!” - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინფორმაციისთვის, 17 იანვარს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინაში დაბრუნდა.

პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატის საქმის ფიგურანტია. სისხლის სამართლის საქმე 2014-2015 წლებში დონბასში, კიევის მიერ უკონტროლო ტერიტორიებზე ქვანახშირის უკანონო მიწოდებას ეხება. მთავარი ბრალდებული პარტია „ოპოზიციური პლატფორმის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი ვიქტორ მედვედჩუკია.