მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი ბავშვის გარდაცვალებაში, საერთოდ რა მოსატანია პოლიტიკა და თანამდებობა ამ ნაწილთან?! - ბექა დავითულიანი ოპოზიციას

მმართველი გუნდის პოლიტიკური დღის წესრიგი არა უსაგნო პოლემიკა, არამედ  კონკრეტულ საქმეებზე ორიენტირებაა

„დიდი ტრაგედიები ტრიალდება ჩვენ ქვეყანაში და მერე ხდება ამისი გაუბრალოება ამ პოლიტიკურ დისკურსში შემოტანით“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას, სადაც  საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს. 

მისი თქმით,  ცალკე ტრაგედიაა ის, რომ ასეთი ტრაგედიები  პოლიტიკოსებისგან საკამათო და საპოლემიკო  ხდება.

„ეს ტრაგედია და იმ ბავშვის ხსოვნა არ იმსახურებს იმას, რომ იმავე განწყობით ვუპასუხოთ, რა განწყობითაც ისინი  (ოპოზიციის წარმომადგენლები) ბრალს გვდებენ. გამოძიება დაიჭერს აუცილებლად ვინც იქნება პასუხისმგებელი და ეს თუ ასე არ მოხდება,  მეც თქვენთან ერთად პრეტენზიას წავუყენებ ყველას, ვისაც ეს საქმე უნდა გამოეძიებინა და არ გამოიძია, თუმცა დარწმუნებული ვარ ეს ასე მოხდება. როდესაც თქვენ წინმსწრებად  და უაპელაციოდ გინდათ, რომ ადამიანს ბავშვის სიკვდილის ტვირთი დააკისროთ, რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა  ლაპარაკი ბავშვის გარდაცვალებაში, ვინმეს თუ რაიმე წვლილი მიუძღვის, საერთოდ რა მოსატანი კატეგორიაა პოლიტიკა და თანამდებობა ამ ნაწილთან?!“, - მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დენმა დაარტყა.

ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 „გაახარეთ რუსეთი, ისტორიაში შეხვედით სამარცხვინო ლაქით“ - რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას“

🔴 ბათუმში ინგლისიდან არავინ ჩავა, აი, რუსები კი იქ ბინებს აქტიურად ყიდულობენ - თინა კანდელაკი

🔴 მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, 16 წლამდე პირს კი აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება შეეზღუდოს - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

🔴 „ტრაგედიებზე მონადირენი ხართ! როგორ არ გრცხვენიათ?! რამე წმინდა არ გაგაჩნიათ, კაცო?!“ - ირაკლი ზარქუა ოპოზიციას