მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ არ მცირდება საწვავზე ფასი?  - კონკურენციის სააგენტო მოკვლევას იწყებს

საწვავის ფასის ზრდა

საწვავის საერთაშორისო ფასი საგრძნობლად არის შემცირებული, თუკი ივლისის თვეში საერთაშორისო ბაზარზე ე.წ. პლაცის მიხედვით 1ტ ბენზინის ფასი იყო 1 333 დოლარი, დღეისათვის მისი ფასი 917 დოლარია. რაც შეეხება დიზელს მისი ფასი 1 022 დოლარამდეა შემცირებული. ამგვარი კლების ფონზე რატომ არ არის ბენზინის ფასი უფრო დაბალი საქართველოში?  ამასთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. 

კონკურენციის სააგენტოს სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, თუ აქამდე მონიტორინგი მიმდინარეობდა, ახლა მოკვლევის ეტაპზე გადავიდნენ.

ბენზინის ფასთან დაკავშირებით, ნავთობ-იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ ნავთობზე ფასები შემცირებულია და კლება არაბრენდირებულ  ბენზინგასამართ სადგურებზე უფრო მეტად შეინიშნება. 

„დღეისათვის ნავთობზე ფასები არის შემცირებული. ფაქტობრივად, ნავთობის ფასები უბრუნდება ომამდელ ფასებს. რაც შეეხება ვითარებას საცალო ქსელში, იმის პარალელურად, რაც საერთაშორისო ბაზრის ფასებმა შემცირება დაიწყო და ეროვნული ვალუტაც მყარდება, შესაბამისად ჩვენთანაც საწვავმა გაიაფება დაიწყო. ფასების კლება განსაკუთრებით თვალსაჩინოა არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც ბენზინის შეძენა საშუალოდ სამ ლარადაა შესაძლებელი. რაც შეეხება დიზელს, დიზელიც 30-40 თეთრით გაიაფდა“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ბაზრის მოკვლევა მალე დაიწყება. 

„უახლოეს დღეებში კონკურენციის ეროვნული სააგენტო გამოაცხადებს მოკვლევის დაწყების შესახებ იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც არიან საქართველოში საწვავის მთავარი იმპორტიორები და რეალიზატორები. რადგანაც ის კითხვები, რომელიც არსებობს რეალურად საზოგადოებაში - თუ რატომ არ ხდება ფასების სათანადოდ ასახვა საცალო ბაზარზე, როდესაც რიგ შემთხვევებში თვითღირებულება მცირდება, კურსის გამყარების პროცესია, საერთაშორისო ბაზრებზე გარკვეულწილად შემცირების ტენდენცია არსებობს, არის თუ არა ამ პროცესში რაიმე  კანონმდებლობასთან  შეუთავსებელი ქმედება, სწორედ მოკვლევის პროცესი გასცემს აღნიშნულ საკითხებზე პასუხს“, - აცხადებს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 აგვისტოს ბოლომდე საწვავზე ფასი ჯამში 20-30 თეთრით შემცირდება - ირაკლი ღარიბაშვილი

👉 „პარტიის სამოქმედო გეგმის სამი შემადგენელი კომპონენტი - ხალხის რაოდენობა, პროტესტის იდეები და რესურსები იქნება, მათ შორის ფინანსური“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉  „საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირს“ - მამუკა ხაზარაძე