მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთაველის გამზირზე აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს

აქცია რუსთაველზე, ევროკავშირის დროშა, საქართველოს დროშა

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქცია „წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. 

სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს. 

აქციის ორგანიზატორების და მონაწილეთა გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ ღამის თევას აპირებს რუსთაველის გამზირზე. 

„დღეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა გვაქვს, როგორც დღევანდელი ღამის, ასევე პროტესტის შემდგომი განვითარების. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ პროტესტი ძალიან თანმიმდევრული იქნებოდა. დღეს, როცა მოთხოვნა არ კმაყოფილდება, გადავდივართ კონკრეტულ მოქმედებებზე. 

ჩვენი სიმრავლით აუცილებლად ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ არაძალადობრივი ტაქტიკის მეშვეობით გავზარდოთ წნეხი და ამით დაიხიონ მათ უკან“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მჟავანაძე. 

აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ისინი აქციას მსვლელობით შეუერთდნენ. აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეებიც.

აღსანიშნავია, რომ მობილიზებული არიან სამართალდამცველები. გადაკეტილია ცენტრალური გამზირი და შეზღუდულია ავტომობილების მოძრაობა.