მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილმა გონება დაკარგა, საკაცით აიყვანეს“ - ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაის განცხადებით, პატიმარი სააკაშვილი ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ ოთახიდან გამოსვლისას წაიქცა. 

„როცა მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებთან შეხვედრიდან გამოდიოდა, უნდა ასულიყო ზემოთ, რა დროსაც მოსხლეტით წაიქცა და შემდეგ ჩამოიტანეს საკაცე. თვალებს ხელით უხსნიდა თანამშრომელი და შემდეგ უკვე აიყვანეს ზემოთ. წაქცევის შემდეგ მისგან ერთი სიტყვაც აღარ გამიგია. 

მე კიდევ 10 წუთი გავჩერდი, იქნებ რამე გამეგო. არ ვიცი როგორ არის.“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.  

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი ადვოკატებთან შეხვედრაზე მძიმედ იყო. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხის შესახებ 17 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პატიმრის გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელება მიუღებელი იყო. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

 „ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ არის ძალიან ცუდად“ - ეკა ხერხეულიძე

 „არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი