საზოგადოება

საქართველოს დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის 32%-ზე ინვენტარიზაცია უკვე ჩატარებულია

დაცულ ტერიტორიაზე ხე-ტყის მოვლა
1638253154
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი დაცულ ტერიტორიებზე ხე-ტყის მოვლა-აღდგენა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვაა. სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ტყის ინვენტარიზაციას. დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის 32%-ზე ინვენტარიზაცია უკვე ჩატარებულია, რაც, ჯამში, 146 000 ჰექტარს მოიცავს.  პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.

ტყის ინვენტარიზაცია წარმოადგენს საფუძველს ტყის მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის ღონისძიების დასაგეგმად, ასევე,  გვაძლევს სრულყოფილ ინფორმაციას ტყეში არსებული რესურსის შესახებ.

მიმდინარე წელს, ინვენტარიზაცია და ტყის მართვის გეგმების შემუშავება 3 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს; ეს ტერიტორიებია: თეთრობის აღკვეთილი - 3 100 ჰექტარი, ალგეთის ეროვნული პარკი - 8 395 ჰექტარი და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები - 22 000 ჰექტარი.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ინვენტარიზაცია უკვე დასრულებულია 56 033  ჰექტარზე.

2022 წლის ბოლოსთვის, ტყის ინვენტარიზაცია ჩატარებული იქნება დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის, დაახლოებით, 200 000 ჰექტარზე, რაც თითქმის 44%-ს შეადგენს.

ინვენტარიზაციის საფუძველზე, უკვე მომზადებული და დამტკიცებულია დაცული ტერიტორიების 7 ტყის მართვის გეგმა. 

უკრაინა - რუსეთი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

გამოცემა depo.ua უკრაინელი ჟურნალისტის რუსლან რუდომსკის სტატიას აქვეყნებს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის 4 შესაძლო სცენარზე წერს. 
„გერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ჩაფხუტს გაუგზავნის, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ“, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა განაცხადა. 
1643208047
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წაშლილ კადრებს და პოლიციელის მხრიდან მოზარდზე ძალადობას „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის საწოლის თავზე დამონტაჟებული კამერის კადრები წაშლილია.
1643197092
„შეიძლება, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1643182594
„საკმაოდ სწორი რეზოლუციაა, კონკრეტული, მყარი და ამავე დროს, ობიექტური... ბოდიში ნაცებს, ლილიპუტინს არ ვწერთ და მეორე დღეს ყველა ჰესს არ ვუფორმებთ რუსებს.... ძალიან მიყვარს უკრაინა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველაფერი დალაგდება!!!“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია. 
1643212857
ექსპერტი ანდრია გვიდიანი Pia.ge

ოპოზიციას უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი არ მოსწონებია, უ...

„ფაქტი ერთია, ვითარება იმდენად რთულია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები იკავებენ თავს რადიკალური ნაბიჯებისგან და პოზიციებისგან. თვითონ ევროპასაც კი მოზომილი პოზიციები აქვს უკრაინის საკითხის ირგვლივ. ამ ვითარებაში როგორც არასდროს ისე მოგვეთხოვება რაციონალური და არა ემოციური აზროვნება. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ და ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ - რადიკალიზმი არ არის ამ შემთხვევაში გამოსავალი“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი.
ოპოზიცია არ ეთანხმება და მოითხოვს უფრო მეტ რადიკალიზმს, თითქოსდა ისინი...
„ამ ადამიანების მიზანი ერთია, აირიოს სიტუაცია ქვეყანაში და აქედან სარგებელი ნახონ! მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის მომავალს და მის მომავალზე გათვლილ პოლიტიკას! ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა დღესაც, როდესაც ქვეყანაში არსებული პარტიებიდან წოდებული მეხუთე კოლონის წარმომადგენლები ქვეყნის უბედურების ხარჯზე საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობენ!“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე. 
რეზოლუცია სრულად გამსჭვალულია მხარდამჭერი სულისკვეთებით; რის გამო არ მ...
„კარგი იქნებოდა ისე ოპოზიციას, ის რეზოლუციები გახსენებოდა, სადაც 2008 წლის ომის დაწყება საქართველოს, „ნაცმოძრაობის“ წევრების ხელმოწერით რომ დააბრალეთ და არც ის დაგავიწყდეთ ცხინვალის დაბომბვას კასეტური ბომბებით, რომ იჩემებდით. და ბოლოს, შემოიხვიეთ შარფებად დროშები, დაიჭირეთ ხელში ბუშტები, დაეწყვეთ ოცეულებად ან ასეულებად და წაბრძანდით უკრაინაში, ვაი და მართლა ომი, რომ დაიწყოს, უკრაინას თქვენი პოპულისტურ-პროვოკაციული რეზოლუციები კი არ დაჭირდება არამედ ცოცხალი ძალა - წინ ფრონტის ხაზზე, თან რუსეთთან ომისა და გამარჯვების გამოცდილება თქვენ, რომ გაქვთ, სწორედ ასეთი უნდა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის გავრცელებას, რის ხელმოწერაზეც ოპოზიციამ უარი განაცხადა. 
დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე: საკუთარი მოღალატეობრივი ინტერესების გა...
„უკრაინაში ომის არდაშვება და საქართველოს ღრმა შეშფოთება შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო, რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა - საფუძვლად დაედო ხელისუფლების მიერ შემუშავებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის შინაარსს, რომლის შემუშავებაზე კოლექტიურმა ნაც/ოპოზიციურმა სპექტრმა უარი განაცხადა“,- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის უარს საპარლამენტო რეზოლუციის პროექტზე ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებით.