მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამშობლოს მიწის გაყიდვა იქნება ის განაჩენი, რაც დაასრულებს „ნაცმოძრაობას“ სამუდამოდ - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი

„გამაოგნებელ ფაქტებს ჰყვება მამაო იმედის ეთერში გარეჯის საქმეზე,“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტის თქმით, სამშობლოს მიწის გაყიდვა იქნება ის განაჩენი, რაც დაასრულებს „ნაცმოძრაობას სამუდამოდ!

„გამაოგნებელ ფაქტებს ჰყვება მამაო „იმედის“ ეთერში გარეჯის საქმეზე. უბრალოდ უნდა ნახოთ. სამშობლოს მიწის გაყიდვა იქნება ის განაჩენი, რაც დაასრულებს ნაცმოძრაობას სამუდამოდ! #გარეჯისაქართველოა,“ - წერს ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, არქიმანდრიტმა კირიონემ აღნიშნა, რომ ივერი მელაშვილმა​ დიკლოსთან რუსეთს 42 კმ² ტერიტორია 1: 200 000-იანი რუკის მიხედვით გადასცა, რომელიც შემდეგ მან პროცესიდან, გარეჯთან მიმართებაში გასწია.

„თუ დიკლოსთან ეს რუკა სწორი იყო ჩრდილოეთში და რუსეთს მისცა ამხელა ტერიტორია, რატომ იყო ეს რუკა არასწორი გარეჯთან მიმართებაში. რუკა, რომლითაც შენ ტერიტორია მიეცი რუსეთს, იგივე რუკა დაიწუნე გარეჯთან, რომელიც გეუბნება, რომ საზღვარი არის შენს სასიკეთოდ, ეს ხომ უკვე გაუგებარი ამბავია“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.

შეგახსენებთ, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ქმედება ედებათ ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9-იდან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.