მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

დევნილების პროტესტი

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. 

მათი განცხადებით, 30 წელია ნგრევად შენობაში არიან შესახლებული და სახელმწიფოსგან ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. 

„ვინგრევით, შენობა ჭრიალებს და ჭრიალში გვძინავს“, - ამბობენ დევნილი მოქალაქეები.

დღეს მათ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა, თუმცა როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, მან მოქალაქეებს პრობლემის გადაჭრის გზა ვერ შესთავაზა. 

„იმ იმედით მოვედით, რომ პირადად მინისტრს შევხვდებოდით და მას გავაცნობდით სანატორიუმ „ქართლში მცხოვრები დევნილების პრობლემას, თუმცა ეს შეხვედრა არ შემდგარა. შეხვედრა გაიმართა მინისტრის მოადგილესთან, რა დროსაც ამ საკითხზე ახალი არაფერი თქმულა“, - აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ 10 იანვარს თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ ნაწილი ჩამოინგრა. 

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.