მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეთავაზებულ ენერგორესურსებზე სააკაშვილი უარს ამბობს, იქნებ დაელაპარაკონ და თანხმობა განაცხადოს - ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 28 იანვარს გვიან ღამით ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნებოდა. 

როგორც ჩხაიძემ ტვ „პირველთან“ საუბარში აღნიშნა, სააკაშვილის წონა დილის მდგომარეობით 69 კგ-ზე მეტია. 

„ბატონ სააკაშვილს ტემპერატურული რეაქცია წუხელ საღამოს არ აღენიშნებოდა, ღამემ მშვიდად ჩაიარა. პაციენტის წონა დილისთვის არის 69 კგ და 100 გრამი. გუშინ გავაკეთე განცხადება და ჩემი გუშინდელი განცხადება ეხებოდა არამხოლოდ საკვების მიღების, კვების კალორაჟის შემცირებას პაციენტის მხრიდან. 

მე ასევე ვისაუბრე, პარენტერალურ კვებაზე, დავასახელე ინფუზიური თერაპია, ეტყობა ეს არ იქნა სწორად აღქმული თუ ვერ იქნა... პარენტერალურ კვებაზე უარის თქმამ გამოიწვია ჩვენი განგაში. გასაგები რომ იყოს რა იგულისხმება პარენტერალურ კვებაში, ეს არის ნაწლავის გვერდის ავლით ენერგორესურსების მიღება ადამიანის ორგანიზმის მიერ. 

ახლაც ვსვამ კითხვას, მე მესმის ქალბატონი გიულის, როგორც თვითონ განაცხადა რომ ვერ იღებს საკვებს და ასე შემდეგ... საკვების მიღება, კალორაჟის შემცირება ერთია, მაგრამ რა უდგას წინ ვენაში ინტრავენტურად გადასხმის ჩატარებას?  ენერგორესურსები რაც შეთავაზებულია, თვითონ უარს ამბობს. პაციენტს იქნებ დაელაპარაკონ და თანხმობა განაცხადოს. იძულებითი წესით მკურნალობა არსად არ არის მიღებული და არც ჩვენს კლინიკაში“, - აცხადებს ჩხაიძე. 

ენერგორესურსები რაც სააკაშვილისთვის შეთავაზებულია, უარს ამბობს, იქნებ დაელაპარაკონ და თანხმობა განაცხადოს - ზურაბ ჩხაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ: 

„ნუ მომიკლავთ შვილს“ - მიხეილ სააკაშვილის მამა საპროტესტო აქციებს აანონსებს

➖ ლევან ხაბეიშვილის 21 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა საკუთარი პოზიცია გამოხატა - ლაშა ფარულავა

➖  შოლცმა პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილი გამოთქვა

➖ ირანის მტკიცებით, დრონებით დაბომბვა, წარუმატებელი იყო

➖ ავღანეთში რეკორდული სიცივის შედეგად 166 ადამიანი დაიღუპა

➖ ირანში სამხედრო ობიექტები დრონებით დაბომბეს

➖ ისრაელი ჯარს პოლიციით აძლიერებს