საზოგადოება

სოფლის განვითარების სააგენტო, პირველი თებერვლიდან, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში“ განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტოს ლოგო
1643031444
დაკოპირებულია

საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - იმერეთში, კახეთში,  გურიასა  და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში,  მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის  მიზნით, დაფინანსდება  ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება. პროგრამა გულისხმობს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას.

„საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსების მისაღებად, შესაბამისი განაცხადი, კომერციული ბანკის მიერ დამტკიცებული სესხის მონაცემებთან ერთად, მიიღება 2022 წლის 1 თებერვლის 12:00 საათიდან,  ელ.ფოსტის pilotregions@rda.gov.ge მეშვეობით.

სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ითვალისწინებს სოფლის განვითარების სააგენტოს პარტნიორი კომერციული ბანკების მიერ პროგრამის ფარგლებში  გაცემული სესხის თანხის 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ და, ასევე, სესხის თანხის არაუმეტეს 30%-ის საგრანტო დაფინანსებას.

მიზნობრივი რეგიონებიდან პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება (გასაცემი სესხის თანხა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300,000 ლარს და არაუმეტეს 1 მლნ ლარს.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია  შემდეგ ბმულზე: https://rda.gov.ge