მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის სამინისტრო შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას განაგრძობს - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე Pia.ge

„თავდაცვის სამინისტრო შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას განაგრძობს, პოლიტიკის რომელიც ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს დაიწყო, ჯუანშერ ბურჭულაძემ კი ის განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

ჩიხელიძე რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე ამახვილებს ყურადღებას:

„თავდაცვის სამინისტროში კვლავ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ჯარის ქალაქზე, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს უკვე ბევრი ითქვა, ახლა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე მსურს ყურადღებას გამახვილება

სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება ნატოს სტანდარტებთან. პროექტის ღირებულება 70 მილიონი ლარი იქნება აშენდება 24 ახალი შენობა და რეაბილიტირდება 3 ძველი შენობა.

ქართული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება, ისტორიული მოვლენა მალე რეალობად იქცევა. ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დასკვნით საწარმო უახლოეს მომავალში ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას მნიშვნელოვანია, რომ „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ ცენტრის გახსნას ითვალისწინებს.

კვლავ გრძელდება ქართული შეიარაღებული ძალების ადგილობრივი წარმოების ჯავშანტექნიკით მომარაგება, რაც ეროვნული სიამაყის განცდას ზრდის.

აქტიურ ფაზაშია ქართული იარაღის და ვაზნების წარმოების პროცესი, უკვე შეიქმნა რამდენიმე საცდელი შაშხანა.

გრძელდება შვეულმფრენების აღდგენა რესტავრაცია, რამდენიმე მათგანმა საცდელი ფრენა წარმატებით შეასრულა.

რაც მთავარია გრძელდება ქართული ჯარის ნატოსთან თავსებადობის ზრდის შეუქცევადი პროცესი, რისი დასტურიც მაღალი რანგის სტუმრის შეფასება გამოდგება ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების მეთაურის ამერიკელი გენერლის კრისტოფერ კავოლის განცხადებით: საქართველოს თავდაცვის ძალებმა შესანიშნავ პროგრესს მიაღწია, რომელიც სერიოზული სამხედრო ძალა გახლავთ.

p.s. წინასწარ გაცხადებული გეგმის მიხედვით 2023 წლისთვის თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლების და ეფექტურობის მიზნით დაგეგმილია თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შეიარაღების შესყიდვა. ასევე ჯარისკაცზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში იგეგმება ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა“, - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.