მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენგან განსხვავებით, მე ლაიქები და რეიტინგები არ მაინტერესებს, ჩემი შეურაცხყოფა თქვენს ბიოგრაფიაზე დიდი ლაქაა“ - ფხაკაძე ღოღობერიძეს მიმართავს

გიორგი ფხაკაძ და გიორგი ღოღობერიძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ექიმი გიორგი ღოღობერიძის მიერ მის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

ფხაკაძე ღოღობერიძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისგან განსხვავებით პოპულარობა არ აინტერესებს. 

„ეს პოსტი ბატონ ღოღობერიძეს უშუალოდ ეხება.

ამ ბოლო დროს ექიმებიც იქცევიან, როგორც პოლიტიკოსები. ხალხს ექცევიან, როგორც ელექტორატს... ამბობენ იმას, რაც უმრავლესობას მოსწონს....და არა იმას, რაც სწორია .. ჰიპოკრატეს ფიცი სადაა.

მე რასაც ვსაუბრობ არის კონკრეტულ ფაქტებზე (იხილეთ ჩემი პოსტები პირველადი წყაროებით) დაფუძნებული. ყველა ჩემი პოსტი, რეკომენდაცია ეფუძნება უშუალოდ კონკრეტულ მტკიცებულებაზე. ასევე მას ემატება ჩემი 25 წლიანი გამოცდილება, სად და როგორ ვმუშაობდი იხილეთ საიტზე.

როგორც ახალგაზრდა ონკოლოგს წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ, რაც შეეხება საზოგადოებრივ ჯანდაცვას, თქვენ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეთ საქართველოს. კონკრეტულად, რამდენიმე თქვენი პოსტი და სატელევიზიო გამოსვლა მოვუსმინე, როცა თქვენ კოვიდზე საუბრობთ და თქვენ ვაქცინის მნიშვნელობაზე ლაპარაკობთ ისე როგორც ანტივაქსერი, ანუ ან არ ახსენებთ ან „როგორც გინდათ ისე მოიქეცითო“ და ბოლო გამოსვლები ხომ საერთოდ, ის რომ „ომიკრონი“ ჩვეულებრივი სეზონური გრიპივით არის ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა. თქვენ გგონიათ გარედან არ ჩანს, რომ თქვენ ცდილობთ ანტივაქსერების გულების მოგება!

და ბოლოს უშუალოდ პოსტკოვიდზე…. არ იცით კოვიდი რას უშვრება ორგანიზმს?! არ იცით რომ კოვიდი სეზონური გრიპი არ არის?! არ იცით რომ კოვიდგადატანილ ადამიანებს 60%-მდე სხვადასხვა პოსტკოვიდი ემართებათ და დიახ 37%-მდე კოვიდგადატანილ მამაკაცების სპერმის „ხარისხი“ ქვეითდება.

საჯარო პოსტების დაწერა და ასე შეურაცხყოფაზე გადასვლა ახალგაზრდა ექიმისათვის ნამდვილად არ შეეფერება.

თქვენგან განსხვავებით, მე ლაიქები, ფოლოვერები და რეიტინგები არ მაინტერესებს. თქვენგან განსხვავებით, მე ჩემს „სერვისებს“ არ ვყიდი არც ტელევიზიებში არც სხვაგან. პატარა ბავშვები არ ვართ.

დრო გადის, მე რასაც ვამბობ ზუსტად ხდება ისე. მე ვაკრიტიკებ კოლეგებს და ვიღებ კრიტიკას ეს არის ნორმალური პროცესი და პირადში სულ ვსაუბრობთ. ერთი პატარა რჩევა, რეიტინგები პოპულარობა დღეს გაქვს და ხვალ არა, მაგრამ დაუსაბუთებელი კრიტიკა და მით უმეტეს შეურაცხყოფა ეს თქვენს ბიოგრაფიაზე დიდი ლაქაა.

მიხედეთ USML ტრენინგებს და ონკოლოგიას, ონკოლოგები ქვეყანას სჭირდება… დიდი იმედგაცრუებაა, დიდი“, - წერს გიორგი ფხაკაძე. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ფხაკაძემ ომიკრონთან დაკავშირებით კოლეგა გიორგი ფხაკაძის შეფასება სოციალურ ქსელში თავის პირად გვერდზე სახელწოდებით „ვერ გავიგე ოპელი“ განათავსა. 

მოგვიანებით, გიორგი ღოღობერიძემ ფხაკაძეს „მედიცინის სირცხვილი“ უწოდა. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

„ომიკრონის“ დადგენა პისიარ ტესტირებითაც გართულებულია“ - მაია ზალდასტანიშვილი

დელტა შტამი უფრო რთულია დასაძლევად ორგანიზმისთვის თუ „ომიკრონი“? - გიორგი ფხაკაძის განმარტება

„ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ - გიორგი ღოღობერიძე ომიკრონზე

„ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი“ - თენგიზ ცერცვაძე