მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საძიებო სიტყვა: დელტა

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე: თავდაცვის ძალებს „დელტა-ვებეში“ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები გადაეცა, რეალობად იქცა ჯუანშერ ბურჭულაძის დაპირება, რომელსაც ოპოზიცია ირონიით შეხვდა

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში საქართველოს თავდაცვის შეიარაღებული ძალებისთვის ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებეში“ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემას გამოეხმაურა. ჩიხელიძის თქმით, „რეალობად იქცა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის, 2022 წელს გაცემული დაპირება, რომელსაც ოპოზიცია ირონიით და ქილიკით შეხვდა, მინისტრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაპირება შემჭიდროებულ ვადებში აღასრულა.“„საქართველოს თავდაცვის ძალების, საქართველოში წარმოებული შეიარაღებით აღჭურვის პროცესი გრძელდება. 2023 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის შეიარაღებული ძალებისთვის ისტორიული აღმოჩნდა, საქართველოს ისტორიაში პირველად, თავდაცვის ძალებს ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებეში“ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები გადაეცა, რეალობად იქცა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის, 2022 წელს გაცემული დაპირება, რომელსაც ოპოზიცია ირონიით და ქილიკით შეხვდა, მინისტრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაპირება შემჭიდროებულ ვადებში აღასრულა.დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების საკუთრებაში თანამედროვე ტიპის, ნატოს სტანდარტების შესაბამისი, Warmate-ის ტიპის კამიკაძე-დრონები ირიცხება, რომელმაც თავი უკრაინის ომში გამოიჩინა და საკუთარი ეფექტურობა უშუალოდ ბრძოლის ველზე დაადასტურა.ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, საქართველოს ისტორიაში პირველად თავდაცვის ძალებს საკუთრებაში 40-მდე „დიდგორის” ტიპის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანმანქანა გადაეცა. ახლა კი უპილოტო საფრენი აპარატები მიიღეს შეიარაღებაში.ქართულ სამხედრო წარმოებას დიდი პოტენციალი გააჩნია, შესაბამისად მაქვს მოლოდინი, რომ თავდაცვის ძალების ადგილობრივი წარმოების შეიარაღებით აღჭურვა შეუქცევად ხასიათს მიიღებს და მომავალში კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება.ერთობლივ, ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებეს“ მიერ წარმოებულ Warmate-ის ტიპის კამიკაძე-დრონებს თავდაცვის ძალების შეტევითი და დაცვითი პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდა შეუძლია, ადგილობრივი წარმოების კამიკაძე დრონს საქართველოსთვის წმინდა სამხედრო კუთხის გარდა დიდი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია, მას აქვს პოტენციალი გახდეს გაყიდვადი პროდუქტი, რადგან დღევანდელ მსოფლიოში დრონებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა არის, მხოლოდ უკრაინა რუსეთის ომში, ყოველდღიურად ათასობით დრონი გამოიყენება რაც კამიკაძე დრონებს მოთხოვნად პროდუქციად აქცევს“, - აცხადებს ჩიხელიძე. 

ჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე: „დელტა ტექსტილი“ თავდაცვის სამინისტროს უწყვეტად ემსახურება და დაგვიანების გარეშე 50-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწვდის

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა და თავდაცვის უწყების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიასა და დეზინფორმაციულ გზავნილებს გამოეხმაურა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიასა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია მაღალი ხარისხის ფორმებთან დაკავშირებით, რომელსაც „დელტას“ ბაზაზე მოქმედი საწარმო „დელტა ტექსტილი“ საქართველოში აწარმოებს და ქართულ ჯარს ამარაგებს:„დელტა ტექსტილის“ ფუნქციონირება გამჭვირვალე პროცესია, შეგიძლიათ გამოითხოვოთ, ციფრები, მათი წარმადობა ორჯერ გაიზარდა და წელს მათი ბრუნვა სავარაუდოდ, 30 მილიონი ლარი იქნება. დასაქმებულთა რაოდენობა 250-დან 500 ადამიანამდე გაიზარდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს უწყვეტად ემსახურება და დაგვიანების გარეშე 50-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწვდის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ უნიფორმებზე, კვების ხარისხსა და მიღწეულ შედეგებზე საუბრისას, ყურადღება კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე გაამახვილა:„შედეგი ყოველთვის აღნიშნავს იმას, თუ როგორია კონტროლი. კონტროლის მექანიზმები რომ არ გაგვეძლიერებინა, ბუნებრივია, ასეთ შედეგს ვერც კვების და ვერც უნიფორმების მიმართულებით მივაღწევდით. კონტროლის მექანიზმების გასაძლიერებლად ძალისხმევა არ დაგვიშურებია. ეს არის ერთ-ერთი საწინდარი იმისა, რომ ასეთი მაღალი ხარისხი მივიღეთ“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელმაც საზოგადოებას კონტროლის შიდა და გარე მექანიზმებიც გააცნო, მათ შორის, ხარისხის მართვის სისტემაში ცნობილი სტანდარტის, ISO სერტიფიკატის სახით მოქმედი კონტროლის ინსტრუმენტი.

უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად
უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად სსსტც „დელტას“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, სსსტც „დელტას“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელეს. უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის ინდუსტრიაში პოტენციური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „დელტას“ დირექტორმა იოსებ ლოლაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობა. ასევე, საუბარი შეეხო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მიერ წარმოებული შეჯავშნული მანქანების, დრონების, ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების შესაძლებლობებს.საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და უწყების ხელმძღვანელ პირებს უკვე შეხვდა.

ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დაათვალიერა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საწარმო უახლოეს მომავალში ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას შეძლებს.ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა და პოლონურ კომპანიას - „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ. სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ ცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტაში“ ჯუანშერ ბურჭულაძეს ცენტრის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა იოსებ ლოლაძემ სამხედრო მრეწველობის სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებიც გააცნო. „დელტაში“ თავდაცვის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები - დავით ჭიჭინაძე და გიორგი ხაინდრავა, ასევე სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ.

თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა
თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალების ადგილობრივი ჯავშანმანქანებით აღჭურვა გრძელდება. ამჯერად, თავდაცვის ძალებს სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა.ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „დიდგორი მედევაკების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრი დეტალურად გაეცნო „დიდგორი მედევაკის“ ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს და ჯავშანმანქანა პირადად გამოსცადა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მომავალშიც გაგრძელდება.სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული. სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა. „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა 2020 წელს, საქართველოს თავდაცვის ძალებს პირველად ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში გადაეცა.

თავდაცვის სამინისტრო სსიპ „დელტა“
„დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად ღრუბლებში სეტყვის მარცვლების წარმოქმნის პროცესი განეიტრალდა

28 აპრილს, კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავის, საგარეჯოს, ყვარლის და გურჯაანის  მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სეტყვასაშიში ღრუბლის მასების გააქტიურება შეინიშნებოდა.თავდაცვის სამინისტრო სსიპ „დელტას“ ინფორმაციით, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლის ზომა, წინასწარი გათვლით, 35 მმ-ს შეადგენდა.სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, დამუშავდა დაახლოებით 204 კმ2 ტერიტორია და განეიტრალდა ღრუბლებში სეტყვის მარცვლების წარმოქმნის პროცესი. „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტში 24-საათიანი მონიტორინგის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე
„ერთობლივი საწარმოს ფარგლებში, „დელტას“ ბაზაზე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოვუშვებთ“ - ჯუანშერ ბურჭულაძე

„წლის ბოლომდე, ერთობლივი საწარმოს ფარგლებში, „დელტას“ ბაზაზე ჩვენ უკვე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში განაცხადა, სადაც სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაუპილოტო საფრენი აპარატების წარმოების მიმართულებით უკვე რეალური ნაბიჯები გადაიდგა.„უპილოტოების მიმართულებით ჩვენ უკვე დავასრულეთ ბიუროკრატიული შეთანხმება, ხელი მოვაწერეთ და დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო. უკვე რეალურ ნაბიჯებზე გადავდივართ წარმოების დასაწყებად. ვგეგმავთ, რომ წლის ბოლომდე ერთობლივი საწარმოს ფარგლებში „დელტას“ ბაზაზე უკვე გამოვუშვათ ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.მინისტრმა საქართველოში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოებაზეც ისაუბრა, რომელიც ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეი“ მზადდება. მისი განცხადებით, წარმატებით დასრულდა სატესტო რეჟიმში შაშხანების წარმოება და მალე პროდუქციის მასიური წარმოება დაიწყება.ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების განვითარების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.„თავდაცვის ძალები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ქვაკუთხედია. ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით. 2019 წლიდან ეს განსაკუთრებით საგრძნობი იყო. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ინსტიტუციური სისტემა, რომელზეც უნდა დაშენდეს ჩვენიუსაფრთხოების, ჩვენი ჯარის განვითარების მომავალი. დავისახეთ 10-წლიანი გრძელვადიანი განვითარების გეგმა, სადაც გაწერილია, თუ რა შედეგს უნდა მივაღწიოთ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სამხედრო განვითარების კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორების გახშირებულ ვიზიტებსა და წვრთნების გაზრდილ დინამიკაზე.

თენგიზ ცერცვაძე
1647270027
COVID-19
„დელტამიკრონი“ - თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრობს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომლის თანახმადაც ევროპასა და ამერიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დელტამიკრონი გამოჩნდა. მისი თქმით, ახალი შტამი დელტასა და ომიკრონის ჰიბრიდია. ამიტომ მას, პირობითად „დელტამიკრონი“ ჰქვია. „ომიკრონის ტალღა დაღმავალია. მეკითხებიან, დამთავრდა პანდემია? ჯერ ამისი გარანტიები არ გვაქვს. კორონავირუსმა რამდენჯერმე გამოავლინა განახლების და ახალი შტამის შექმნის უნარი. დაფიქსირებულია ახალი შტამი, სულ ცოტა 17 ავადმყოფს დაუდასტურდა უკვე, აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში. ეს შტამი არის ჰიბრიდი უკვე დავიწყებული დელტასი და ომიკრონის. პირობითად, მას დაარქვეს „დელტამიკრონი“. რამდენადაც ჯერ შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ვერ საუბრობენ, რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი და რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, ან რამდენად მძიმე ან მსუბუქის მიმდინარეობის იქნება. მას აქვს ომიკრონის სპაიკ ცილა, სპაიკ პროტეინი, ანუ ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე, შესაბამისად, გავრცელების სიჩქარეზე. სტრუქტურული ცილები კი აქვს დელტასგან. ამიტომ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს ომიკრონის გავრცელების უნარი (გადამდებლობა) და დელტას მიმდინარეობის სიმძიმე. სიმპტომებზე ინფორმაცია არ არის, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. რთულია ამის თქმა ჯერ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1644661483
COVID-19
„დელტა არ აღმოჩნდა დამცველობითი უნარის მქონე „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში“ - ივანე ჩხაიძე

„შესაძლებელია, ისეთი მუტაცია გამოჩნდეს, რომლისთვისაც „ომიკრონიც“ აღარ იყოს ბარიერი“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ივანე ჩხაიძე მოსახლეობას, სიფრთხილისკენ  მოუწოდებს  და აღნიშნავს, რომ  პანდემია მარტში და აპრილში არ დამთავრდება.  „ნუ გავაკეთებთ ძალიან ოპტიმისტურ დასკვნებს და ნუ გვექნება ძალიან დიდი იმედი, რომ მარტი-აპრილი იქნება პანდემიის დასასრულის პერიოდი,  საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ინფიცირებული. ეს მოსაზრება „ომიკრონთან“ დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეიცვალა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით რეინფიცირებაზე. დელტა არ აღმოჩნდა დამცველობითი უნარის მქონე „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში. ყველა ის ადამიანი, რომელმაც გადაიტანა დეკემბრის თვეში დელტა, მათი რისკი „ომიკრონით“ ინფიციერებისა პრაქტიკულად იგივეა, როგორიც არაგადატანილი ადამიანისთვის. შესაძლებელია, ისეთი მუტაცია გამოჩნდეს, რომლისთვისაც „ომიკრონიც“ აღარ იყოს ბარიერი“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. აგრეთვე, დაგაინტერესებთ: ✅ რამდენ ხანშია შესაძლებელი „ომიკრონით“ მეორედ დაინფიცირდეთ? - ჩხაიძის განმარტება ✅ იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა ✅ „პანდემია არ დასრულებულა, ახალი შეშფოთების ვარიანტები იქნება“ - ჯანმოს მთავარი მეცნიერი ✅ „დადასტურებიდან 6 დღის შემდეგ „ომიკრონით“ ინფიცირებული ადამიანი სხვებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე ✅ მეხსიერების დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება და არტერიული წნევის ცვლილება - ხანგრძლივი კოვიდი მზარდ საკითხად რჩება - ზაზა წერეთელი ✅ მაიმუნებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ გამაძლიერებელი შეიძლება, არ იყოს საჭირო - აშშ-ის მკვლევარები ✅ რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტება

„არსებულმა ეპიდვითარებამ, შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს“
1644471619
COVID-19
„ომიკრონი“ დელტა შტამისგან განსხვავებით, შედარებით მარტივია და უფრო მშვიდად მიმდინარეობს“ - სპეციალისტები

ჯოენის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ და თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა ნათია გორდაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ის მარტივად მიმდინარეობს. სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და ბუსტერ დოზების გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ნათია გორდაძის თქმით, ომიკრონის მარტივ მიმდინარეობას იმუნიზაცია და ბუსტერ დოზა განაპირობებს. „ომიკრონის“ მიმდინარეობა დელტა შტამისგან  განსხვავებით, შედარებით მარტივია, თუმცა ეს განპირობებულია იმით, რომ ინფიცირებული ადამიანი არის იმუნიზებული, გაკეთებული აქვს ბუსტერ დოზა და, რა თქმა უნდა, ასრულებს პირნათლად რეკომენდაციებს. რისკჯგუფებს წარმოადგენენ ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, პირები, რომლებიც გადასახლებულები არიან 50 წელს. შესაბამისად, ისინი დროულად უნდა ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, რათა არიდებული იქნეს დაავადების მძიმე მიმდინარეობა და ლეტალობა“, - აცხადებს ნათია გორდაძე. ჯოენის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა, პირბადის გამოყენების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ვირუსის გავრცელებას ამცირებს.  „ომიკრონი“ შედარებით უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ვიდრე ეს იყო სხვა უკვე არსებული შტამების შემთხვევაში და ჰოსპიტალიზაციის რიცხვი დაახლოებით 70-80% ნაკლებია. საჭიროა, რეგულაციების და კარანტინის, იზოლაციის წესების ზედმიწევნით დაცვა, აუცილებელია ბუსტერ დოზა და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პირბადის გამოყენება, რომელიც რეალურად ამცირებს ინფექციის გავრცელებას მინიმუმ 80-90%-ით“, - აღნიშნავს მაია კაშია.  აგრეთვე წაიკითხეთ: ⚫ „ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ“ - თამარ გაბუნია ⚫ მაიმუნებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ გამაძლიერებელი შეიძლება, არ იყოს საჭირო - აშშ-ის მკვლევარები ⚫ „ომიკრონსაც“ აქვს სერიოზული გართულებები“ - დევი ტაბიძე ⚫ შიონოგის კორონავირუსის აბებმა ინფიცირებულებში ვირუსული დატვირთვა 63-80%-ით შეამცირეს - ზაზა წერეთელი ⚫ რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტება ⚫  როგორ ხდება კორონავირუსის შტამის ზუსტად დადგენა? - კავკასიძის განმარტება

ეპიდემიოლოგი
1643954953
COVID-19
„ომიკრონი“ დელტა შტამისგან განსხვავებით, სუსტი სიმპტომებით გამოირჩევა“ - მაკა ბულეიშვილი

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ეპიდემიოლოგმა მეგი კობახიძემ და პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში „ომიკრონის“ გავრცელების შესახებ ისაუბრეს. სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.  მაკა ბულეიშვილის თქმით, ქვეყანაში „ომიკრონის“ გავრცელება უკვე მასშტაბური გახდა.  „ომიკრონის“ შტამი, რომელიც სულ რამდენიმე კვირაა, რაც ჩვენს ქვეყანაშია, რასაც ვხედავთ კლინიკურად, ცხადია, ის ნამდვილად უფრო სუსტი სიმპტომებით გამოირჩევა დელტა შტამისგან განსხვავებით. რეკომენდაციები, ვაქცინაცია, ეს არის მთავარი საკითხები, რამაც შეიძლება მაქსიმალურად მიგვიყვანოს იმ ეტაპამდე, როდესაც შესაძლებელია, რომ დაინფიცირებულთა რიცხვის მატების მიუხედავად, ჩვენ მარტივად გადავლახოთ „ომიკრონის“ ასეთი მასშტაბური გავრცელება ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს მაკა ბულეიშვილი.  ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი მიიჩნევს, რომ „ომიკრონი“ სუსტი შტამია სხვა შტამებისგან განსხვავებით, თუმცა რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია. „ეს არ არის ისეთი სირთულის შტამი, რაც იყო მანამდე არსებული შტამები. თუმცა, ამ შტამს მარტივად გავრცელება ახასიათებს. ძალიან სწრაფად ხდება გავრცელება პოპულაციაში და ამის ლიკვიდაციისთვის: სოციალური დისტანცია, ჰიგიენის წესების დაცვა და ნიღბის ტარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“, - აღნიშნავს მეგი კობახიძე.   აგრეთვე წაიკითხეთ: 📢 „კორონავირუსის დონე ცხვირსა და ყელში პიკს ხუთი დღის შემდეგ აღწევს“ - ზაზა წერეთელი 📢 სად და როდის იკავებს სხეულს ვირუსი - მიზანმიმართული ინფიცირება კოვიდზე უნიკალურ ინფორმაციას იძლევა - BBC 📢„სტელს-ომიკრონი“ სავარაუდოდ, იგივე სიმძიმისაა, როგორც „ომიკრონი“ - WHO 📢 „უმწეოთა პოლისები რომ გააუქმოს მთავრობამ, უნდა გაგვიხარდეს „ვაშა, სიღარიბე აღარაა, დავძლიეთო?“ - დავით გადელია 📢„მეტი გადაცემა მეტ სიკვდილს ნიშნავს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი 📢„2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“ - პაატა იმნაძე

„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“
1643228279
COVID-19
დელტა შტამი უფრო რთულია დასაძლევად ორგანიზმისთვის თუ „ომიკრონი“? - გიორგი ფხაკაძის განმარტება

„ის, რომ „ომიკრონი“ არის დასასრულის დასაწყისი არის ტყუილი და არასწორი წინადადება“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ჯორჯიან თაიმსის ეთერში განაცხადა.  მისი თქმით, მუტაციები იმ რეგიონებიდან წამოვიდა სადაც ადამიანები აცრილები არ იყვნენ. „დასაწყისში, როცა კოვიდი წამოვიდა, არავინ იცოდა, რომ ასეთი ვერაგი იქნებოდა როგორიც ახლა არის. კორონავირუსის გამრავლება ყველგან სხვადასხვაგვარად მოხდა. მუტაციები იმ რეგიონებიდან წამოვიდა სადაც ადამიანები აცრილები არ იყვნენ. ის, რომ „ომიკრონი“ არის დასასრულის დასაწყისი არის ტყუილი და არასწორი წინადადება. ამით კორონავირუსი არ მთავრდება. ის, რომ კორონა არის გრიპი - ტყუილია. ყველაზე რთული მომენტი, რაც არის კოვიდის დროს არის პოსტკოვიდური მდგომარეობა. ის იწვევს: თმების ცვენას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებას, სუნთქვის პრობლემას, აზიანებს ტვინის უჯრედებს, ასევე, გახშირდა დიაბეტის შემთხვევები“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე. კითხვას კოვიდ 19-ის დელტა შტამი უფრო რთულია დასაძლევად ორგანიზმისთვის თუ „ომიკრონი“? საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ  შემდეგნაირად უპასუხა: „დელტა  ვერაგია, ის ვითარდებოდა ფილტვებში და ფილტვების დაზიანებიდან იწყებოდა ყველაფერი. დელტა ვარიანტის დროს, ადამიანებს ჰქონდათ უფრო მძიმე პროცესი ინფიცირებისას, ასევე, ინფიცირების შემდეგ იყო ძალიან რთული პოსტკოვიდური მდგომარეობა. ძირითადად ეს იყო, სუნთქვის უკმარისობა, დაზიანებული იყო ფილტვები და ლეტალობა იყო მაღალი. „ომიკრონის“ მიმდინარეობა მძიმე არ არის, რადგან ის არ აზიანებს ფილტვებს. თუ იმუნური სისტემა არის დაზიანებული, განსაკუთრებით ქრონიკულად დაავადებული ადამიანებისათვის ის მაინც კოვიდი არის, შედის ორგანიზმი და მიდის იქ სადაც ორგანიზმი არის დაზიანებული და ურტყამს. წამოვიდა კვლევები, რომ  „ომიკრონიც“ აზიანებს სუსტ ორგანოებს. „ომიკრონ“ გადატანილებს აქვთ ყველა ის პოსტკოვიდური ბუკეტი, რომელიც აქვს სხვა პაციენტებს, რომელსაც გადაიტანეს სხვა ვარიანტი. პაციენტებმა, რომლებმაც გადაიტანეს დელტა სინდრომით 80%-მდე პირველი ექვსი თვის მანძილზე ემართებათ პოსტკოვიდური მდგომარეობა. იმ პაციენტს, რომელმაც გადაიტანა დელტა უსიმპტომოდ 60%-მდე,პირველ ექვს თვეში ემართება  სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური მდგომარეობა“.აგრეთვე წაიკითხეთ: ⭕ „ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ - გიორგი ღოღობერიძე ომიკრონზე ⭕ „ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა ⭕ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება ⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები ⭕ „აუცრელი მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არის შანსი გაჩნდეს ახალი შტამი“ - ზაზა წერეთელი

••• იტვირთება