მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს

ყოფილი კალათბურთელი, „ქართული ოცნების“ წევრი.
1639218615
სპორტი

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს. ყრილობაზე 39 დელეგატიდან ყველა გამოცხადდა და სანიკიძემ ხმების 100 პროცენტი მიიღო.

სანიკიძის თქმით, იგი ეცდება, რომ კალათბურთის განვითარებისთვის მეტი ფინანსები მოიზიდოს. 

„მთავარი მიმართულება მასობრიობის გაზრდაა. ეს კონკურენციას გაზრდის და შედეგებიც გაუმჯობესდება. მნიშვნელოვანია ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე აყვანა, რაც ნაკრების შედეგებზე პირდაპირ აისახება. კალათბურთი რომ განვითარდეს ეროვნული ჩემპიონატი უნდა იყოს ძლიერი. რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერის შესახებ – კალათბურთში 100 მილიონი ლარი ჩაიდება. ჩემ მხრიდან, ვეცდები კალათბურთის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი ფინანსები მოვიზიდო“, - განაცხადა სანიკიძემ. 

ვიქტორ სანიკიძე არჩევნების ერთადერთი კანდიდატი იყო.