მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა

კრიშტიანუ რონალდო
1669139881
სპორტი

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტოვებს.

გადაწყვეტილება რონალდუს სკანდალურ ინტერვიუს მოჰყვა, რომელშიც 37 წლის ფეხბურთელმა კლუბი და მისი მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა. 

კლუბისა და ფეხბურთელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რონალდუს წასვლა „ორმხრივი გადაწყვეტილება იყო“.

„კლუბი მადლობას უხდის მას „ოლდ ტრაფორდზე“ ორი სეზონის განმავლობაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. მას და მის ოჯახს წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში. „მანჩესტერ იუნაიტედში“ ყველა ფოკუსირებულია ერიკ ტენ ჰააგის ხელმძღვანელობით გუნდის პროგრესის გაგრძელებაზე“, - აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.

ამჟამად რონალდუ პორტუგალიასთან ერთად კატარში მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება და 24 ნოემბერს განას წინააღმდეგ მატჩის გასამართად ემზადება.

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ საუბრის შემდეგ, ჩვენ ორმხრივად შევთანხმდით, რომ ვადაზე ადრე დავასრულებთ კონტრაქტს. მე მიყვარს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და მიყვარს გულშემატკივრები, ეს არასდროს შეიცვლება, თუმცა, ჩემთვის ახლა შესაფერისი დროა ახალი გამოწვევის საძიებლად. გუნდს სეზონის დარჩენილ ნაწილში და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ“, - აღნიშნულია კრიშტიანუ რონალდუს განცხადებაში.