მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კვარაცხელია სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეთა შორისაა ნომინირებული

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია
1679485305
სპორტი

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიური სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეთა შორისაა ნომინირებული.

კვარაცხელიას კონკურენტები თანაგუნდელი კიმ მინ-ჯე, „სასუოლოს“ ფეხბურთელი არმან ლორიენტე, „იუვენტუსის“ ნახევარმცველი“ ადრიან რაბიო და „უდინეზეს“ მცველი დესტინი უდოგი არიან.

გულშემატკივრებს ქართველი ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა მოცემული ლინკით შეუძლიათ. 

„კვარას“ შანსი აქვს, რომ აღნიშნულ ჯილდოს სეზონში მესამედ დაეუფლოს.

მარტში კვარაცხელიას ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა იყო.

ჯამში, სერია A-ში კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.