მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „მილანს“ დაუპირისპირდება

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია
1679052008
სპორტი

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრა გაიმართა. 

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მეტოქედ „მილანი“ ერგო. 

ქართველის გუნდი ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, „ინტერსა“ და „ბენფიკას“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

დანარჩენი წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

„რეალი“ - „ჩელსი“

„ბაიერნი“ „მანჩესტერ სიტი“ 

1/4 ფინალის პირველი ტური 11-12 აპრილს გაიმართება, მეორე ტური კი 18-19 აპრილს.