მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამი რეკორდი - ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

1639745433
სპორტი

ლაშა ტალახაძემ სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ტაშკენტში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 225 კგ დაძლია, მან თავის მიერ დამყარებული რეკორდი (223 კგ) გააუმჯობესა.

რაც შეეხება აკვრას, ტალახაძემ 267 კგ დაძლია, რაც, ასევე, მსოფლიო რეკორდია. 

ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა ორჭიდშიც, მან ჯამში 492 კგ ასწია.

28 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონი მეხუთედ გახდა. გარდა ამისა, ლაშას ანგარიშზე ორი ოლიმპიური ოქრო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონობაა.