მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გამარჯვებულია

ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი
1668799153
სპორტი

ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.

ნახევარფინალში თიბილაშვილმა უნგრელი ევა ჰაიმასი ანგარიშით 15:11 დაამარცხა, ფინალში კი უკრაინელ ევგენია ბრეუსს 15:14 მოუგო.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი უნგრეთის მსოფლიო თასი გათამაშებაზე ასპარეზობას განაგრძობს. 

19 ნოემბერს რაპირით ასპარეზობაში მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი იბრძოლებენ.