მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნორვეგიას ჰოლანდი ჰყავს, ჩვენ კი გურამ კაშია“ - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ვილი სანიოლი
1679309923
სპორტი

21.03.2023 12:26 ერლინგ ჰოლანდი საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი გამოტოვებს თამაშებს ესპანეთთან და საქართველოსთან საზარდულის ტრავმის გამო.

ჰოლანდმა დატოვა ნორვეგიის ნაკრები, როგორც ამის შესახებ ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს, 18:00 საათზე ამხანაგურ მატჩს მონღოლეთთან ჩაატარებს, ხოლო 28 მარტს, 20:00 საათზე ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე თამაში ბათუმში გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მზადებას იწყებს. ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მონღოლეთისა და ნორვეგიის ნაკრებებთან მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა.

ხოჭოლავა: „საკმაოდ დიდი ხანია მას მუხლი აწუხებს. მისმა კლუბმა ძალიან გვთხოვა, რომ გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო, მიუხედავად იმისა, რომ მას დღეს უკვე ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. ამის გამო, ის 6-იდან 8 კვირამდე პერიოდს გამოტოვებს. მე მას პარასკევს ვესაუბრე და ნამდვილად არ უნდოდა თამაში. მენისკის პრობლემა სერიოზულია და ამ ეტაპზე მისი არ გამოძახება სწორი ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან.“

არ გამოძახებული ფეხბურთელები: „ზოგი ცოტას თამაშობს, ზოგს დიდი ხანია აღარ უთამაშია. ნორვეგიასთან მატჩი ძალიან პრინციპულია და ყველა პოზიციაზე ერთი ფეხბურთელი მაინც უნდა მყოლოდა, ვინც რეგულარულად ითამაშებდა. აზაროვი, წიტაიშვილი და გიორბელიძე ძალიან ცოტა დროს იღებენ თავის გუნდში და ეს უნდა შეიცვალოს დროთა განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მათ გამოძახებას ვეღარ შევძლებ. შემადგენლობა ისე უნდა ავარჩიო, რომ წარმატების მიღწევა შევძლოთ.“

ლოჩოშვილი: „ამ ეტაპზე მას სათამაშო დრო არ აქვს, ამიტომაც თავი შევიკავე მისი გამოძახებისგან“.

საზონოვი: „არაერთხელ ვესაუბრეთ მას და თავადაც გამოთქვა სურვილი საქართველოს ნაკრებში თამაშის შესახებ. ეს ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო. ამის შემდგომ, ჩემთვის პრიორიტეტი ის იქნება, თუ რამდენად მზად იქნება ის ამა თუ იმ შეხვედრისთვის. თუ მივიჩნევ, რომ ნორვეგიასთან თამაშისთვის მზად იქნება, მე მას ვათამაშებ. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებში გადაწყვიტა თამაში.“

რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები: „მე პოლიტიკაში ნაკლებად ვერევი. ჩემი გადმოსახედიდან ეს ორი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. პოლიტიკური საკითხები ყოველთვის აქტუალურია, თუმცა რაღაც მომენტში მე პოლიტიკა და ფეხბურთი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნო და ნაკრების ინტერესებზე ვიფიქრო.“

გაგნიძე: „აქამდე ის იმიტომ არ გამოვიძახე, რომ მზად არ იყო. მას შემდეგ, რაც მის თამაშს ვუყურე, დავინახე, რომ ის მზად არის ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ".

ყაზაიშვილი: „ყველა მოთამაშემ ანგარიში უნდა გაგვიწიოს მეც და თანაგუნდელებს. გუნდში ყოველთვის უნდა იყოს პატივსაცემი და პოზიტიური გარემო. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე ვაკოს გამოძახებისგან თავი შევიკავეთ, თუმცა მომავალში რა იქნება, ეს არავინ იცის.“

საქართველოში მიმდინარე მოვლენები: „საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ვადევნებდი. სპალეტისთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან ის არ ცხოვრობს საქართველოში, თუმცა ფეხბურთელები ზრდასრული ადამიანები არიან და მათ თავისუფალ ქვეყანაში აქვთ თავიანთი აზრის გამოხატვის უფლება. ეს საკმაოდ ხშირი შემთხვევაა სოციალურ მედიებში. მეც უცხოელი ვარ აქ, ყველამ კარგად მიმიღო და ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, თუმცა ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება და პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება არ შემიძლია".

გაბრიელ სიგუა: „მე მას გორეცკას შევადარებდი, რადგან მშრომელი და თავისი ასაკისთვის ფიზიკურად განვითარებულია. ითამაშებს თუ არა ამ შეხვედრებში, მოგვიანებით გავიგებთ, თუმცა მე ფეხბურთელს მხოლოდ მაშინ ვიძახებ, თუ მიმაჩნია, რომ ის სათამაშოდ მზადაა და არა იმისთვის, რომ უბრალოდ გუნდთან ერთად გაატაროს დრო. მნიშვნელობა არ აქვს ასაკს და გუნდს, თუ ფეხბურთელი მზადაა, მე მას გამოვიძახებ, მაგრამ იმაზე მეტს არ მოვთხოვ, რაც მე აქამდე მისგან დავინახე. ბევრი ვიფიქრეთ მის გამოძახებაზე. ძალიან მომეწონა თამაში და ვფიქრობ, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის მზადაა.

ჰოლანდი: „ნორვეგიას ჰოლანდი ჰყავს, ჩვენ კი გურამ კაშია. ამაზე მეტს აღარ ვისაუბრებ".

ჩაკვეტაძე: „თავიდან ძალიან წარმატებით თამაშობდა, თუმცა შემდეგ მას რთული პერიოდი ჰქონდა. ამის მიუხედავად, ჩვენ მას ნაკრებში მაინც ვიძახებდით. ის კოლექტივის ძალიან მნიშვნელოვანი წევრია. მან ჩვენი მხარდაჭერა იგრძნო და ძალიან მიხარია ის, რომ გუნდშიც მუდამ თამაშობს. პოზიცია ჯერ არ ვიცი, თუმცა იმედია, რომ მოედანზე მისთვისაც მოიძებნება ადგილი. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ის ჯანმრთელია და თამაში შეუძლია".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს, 18:00 საათზე ამხანაგურ მატჩს მონღოლეთთან ჩაატარებს, ხოლო 28 მარტს, 20:00 საათზე ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე თამაში ბათუმში გაიმართება.