მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოფიციალურად - გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავას „სლოვანის“ ფეხბურთელია

ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე
1656942055
სპორტი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიური „გენტი“ დატოვა და ბრატისლავას „სლოვანის“ ფეხბურთელი გახდა. 

ახალ გუნდში ჩაკვეტაძე 70-ნომრიან მაისურს მოირგებს.

„სლოვანზე შესანიშნავი ინფორმაცია მქონდა გურამ კაშიასგან და ჯაბა კანკავასგან, რომლებსაც საქართველოს ნაკრებიდან ვიცნობ. ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მე მოუთმენლად ველი არამხოლოდ მათთან, არამედ ყველა ჩემს ახალ თანაგუნდელთან თამაშს.

ასევე ვიცნობ მწვრთნელ ვლადიმერ ვაისს, რომლის დროსაც ეროვნულ ნაკრებში დავიწყე თამაში. მე ვიცი, რას მოითხოვს ის ფეხბურთელებისგან და როგორ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. სლოვანში მოვდივარ იმისთვის, რომ გუნდს ჩემპიონატსა და ევროტურნირებზე წარმატების მიღწევაში დავეხმარო. თავს ყველაზე კარგად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ვგრძნობ, მაგრამ მარცხნიდან თამაშიც შემიძლია“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ცნობისთვის, ბრატისლავას „სლოვანში“ გიორგი ჩაკვეტაძის გარდა კიდევ ორი ქართველი, გურამ კაშია და ჯაბა კანკავაც ირიცხებიან. გარდა ამისა, გუნდს სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმერ ვაისი წვრთნის, რომელიც 2016-2020 წლებში საქართველოს ნაკრების თავკაცი იყო. 

სლოვაკური გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 6-13 ივლისს ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.